წმინდა საბინე კვიპრელი მთავარეპისკოპოსი (V) - 12 (25) მაისი
წმინდა საბინე კვიპრელი მთავარეპისკოპოსი (V) - 12 (25) მაისი
წმინდა საბინე, ფინიკიელი იყო და ქალაქ ლიკიაში დაიბადა, სადაც ის წმინდა ეპიფანე კვიპრელმა მონათლა და შემდგომში მონაზვნად აღკვეცა. როცა ღმერთმა განადიდა ეპიფანე, მაშინ საბინე ჩავიდა მასთან, დარჩა და მონაზვნად აღიკვეცა. მერე კი ის წმინდა ეპიფანესთან ერთად უდაბნოში გავიდა და ხუთი წლის განმავლობაში იქ მოღვაწეობდა, შემდგომში მან აღწერა თავისი მოძღვრის ცხოვრება და სასწაულები, რომელიც ღმერთმა წმინდა ეპიფანეს მიერ მოიმოქმედა. როცა ეპიფანე კვიპროსის კათედრაზე აირჩიეს, მან წმიდა საბინეს მღვდლად კურთხევა მოინდომა, მაგრამ იგი არ თანხმდებოდა. მაშინ ღირსმა ეპიფანემ ის ეკლესიაში შეიყვანა და უთხრა:

- აქ დადექი და არ გაინძრე.

მართლაც, წმინდა საბინე ერთ ადგილზე გაშეშდა, თითქოს მიალურსმესო. წმინდა ეპიფანემ მას მღვდლად ხელი დაასხა. წმინდა ეპიფანეს გარდაცვალების შემდეგ წმინდა საბინე კვიპროსის მღვდელმთავრად აირჩიეს. წმინდანმა მრავალი დიდებული სასწაული მოახდინა, იგი სიკვდილამდე თავგამოდებით იცავდა წმიდა ეკლესიას ერეტიკოსებისაგან, ღვთისმოშიშებით განვლო ცხოვრება და წარვიდა უფალთან. წმინდა საბინე V საუკუნის შუა წლებში გარდაიცვალა.

ბეჭდვა
1კ1