ღირსი კომგალი, ირლანდიაში ბანგორის სავანის დამაარსებელი - 10 (23) მაისი
ღირსი კომგალი, ირლანდიაში ბანგორის სავანის დამაარსებელი - 10 (23) მაისი
ეს სიკეთით აღვსილი მამა ირლანდიის ჩრდილოეთით, წარჩინებულ ოჯახში იშვა.

წმინდა ფინტანის წყალობით კომგალმა საფუძვლიანად შეისწავლა მონაზვნური ცხოვრების საფუძვლები, მღვდლად იკურთხა, შემდეგ კი გარკვეული დრო ლოხ- ერნის ტბის კუნძულზე, უკიდურესად მკაცრ გარემოში განმარტოვდა.

559 წელს, ბელფასტის სრუტეში ირლანდიაში ყველაზე ცნობილი და დიდი სავანე დააარსა, რომელშიც სამ ათასზე მეტი მამას იღვწოდა..

Mმონაზვნები საზრდოს ხელსქამით მოირწედნენ და ახალმოსულთ განსწავლიდნენ.

ნეტარმა მამამ ისინი შვიდ ჯგუფად დაჰყო 300-300 მგალობლით, მწუხრსა თუ ცისკარზე რომ ადიდებდნენ უფალს და ლოცვად იდგნენ.

სწორედ ამ წიაღმა გამოზარდა წმინდა კოლუმბანი (ხსენება 23 ნოემბერს), თავისი გამოცდილება მატერიკს რომ გაუზიარა, აგრეთვე, მრავალი სხვა წმინდა ბერი თუ ეპისკოპოსი.

ბანგორის სავანე ირლანდიის ეკლესიისათვის სანიმუშოდ იქცა. წმინდა კომგალი იმ დროის დიდ წმინდანებთან მეგობრობდა, მათ შორის-წმინდა კოლუმბ ირლანდიელთან (ხსენება 9 ივნისს), რომელთან ერთადაც ღვთის სიტყვა შოტლანდიაში იქადაგა, ირლანდიაში მობრუნებულმა კი მრავალი სავანე აღაშენა, 602 წლის 10 მაისს კი ღვთივ განისვენა.

ხატის წყარო
ბეჭდვა
1კ1