ღირსი ლავრენტი - 10 (23) მაისი
ღირსი ლავრენტი - 10 (23) მაისი
ვარაუდობენ, რომ წმინდა ლავრენტი წარმოშობით ტრაპიზონიდან იყო და XIV საუკუნეში ცხოვრობდა.

იგი ათონზე, დიდ ლავრაში შემონაზვნდა და სიქველეებით სახელი დიდად განითქვა.

გარკვეული ხნის შემდგომ მთაწმინდა დატოვა და ვოლოსის მხარეს მიაშურა, სადაც წმინდა დიაკონ ლავრენტის პატივად მონასტერი შექმნა.

სავანე პილიონის მთის დასავლეთ ფერდობზე, წარმართული ტაძრის ნაადგილარზე იმპერატორ ალექსი მესამე კომნენოსის შეწევნით აშენდა და 1378 წელს იკურთხა.

ამ წმინდა მამამვე დააფუძნა ფერისცვალების და წმინდა ილია წინასწარმეტყველის სახელობის სკიტი.

სურათზე: წმინდა ლავრენტის მიერ დაარსებული მონასტერი
ბეჭდვა
1კ1