ღირსი მამა ნილოს სორელი - 07 (20) მაისი
ღირსი მამა ნილოს სორელი - 07 (20) მაისი
ეს მაღალღირსი მამა 1433 წელს კეთილშობილ მოსკოვურ ოჯახში დაიბადა, თავიდან დიდი მთავრის მდივნად მსახურობდა, მაგრამ ჭაბუკობაშივე იუარა ბრწყინვალე კარიერა და ბელოზერსკის წმინდა კირილეს (ხსენება 9 იანვარს) სახელობის მონასტერს მიაშურა, სადაც მისი დამფუძნებლის გარდაცვალების შემდგომ უკვე აღარ სუფევდა ის სული, რაც წმინდა მამამ იქაურობას შთაბერა. Aამიტომ მეგობართან, ინოკენტისთან (მომავალში-კომელსკის სავანის დამფუძნებელთან, რომლის ხსენებასაც ეკლესია 19 მარტს აღნიშნავს) ერთად იქაურობა დატოვა, ჯერ კონსტანტინოპოლს მიაშურეს, შემდგომ-ათონს, სადაც წმინდა მამა ბერძნული შეისწავლა და ორიგინალში გაეცნო მამათა ნაწერებს გონების დაცვისა და გულისმიერი ლოცვის შესახებ.

დაახლოებით, 1480 წელს ორივე მოღვაწე ბელოზერსკის მონასტერს დაუბრუნდა და სკიტური ცხოვრება იწყეს, რაც იმდროინდელი რუსეთისათვის უცხო გახლდათ.

თავიდან წმინდა ნილოსმა მცირე სენაკი სავანის სიახლოვეს ააგო, შემდგომ კი-მისგან 15 კილომეტრის დაშორებით, მდინარე სორთან, უკაცურ ადგილას დასახლდა, სადაც უძილო ლოცვას, მდუმარებას და წმინდა წიგნთა შესწავლას შეუდგა.

თავიდან იქ ხის სენაკი და მცირე სამრეკლო ააგო, მასთან ერთად მოღვაწეობის მსურველთ კი უარს იმ მიზეზით ეუბნებოდა,-უგნური და ცოდვილი კაცი ვარ, სულხორციანად სნეულიო.

თუმცა, ბოლოს ღვთის ნებას დაჰმორჩილდა და მიიღო, მაგრამ მოწაფეებად კი არა, მეგობრებად, რომელთაც ტაძრის გარშემო სენაკთა აშენების ნებაც მისცა.

ერთმანეთს კვირაში ორჯერ ხვდებოდნენ, ღამეს ლოცვაში განლევდნენ, დილით კი წირავდნენ.

ღირსმა მამამ სკიტისთვის წესდებაც შექმნა, რომლის თანახმადაც მონაზვნებს საზრდო საკუთარი გარჯით უნდა მოერეწათ, შემონაწირი კი ოდენ უკიდურეს შემთხვევაში,-სნეულებისას ან განსაკუთრებულ შემთხვევაში მიეღოთ, რათა დამოუკიდებლობა და მშვიდობა შეენარჩნებინათ.

Mმკაცრი წესდება მამებს სკიტის დატოვების უფლებას არ აძლევდა, მათი ერთადერთი საზრუნავი უწყვეტი ლოცვა, სიფხიზლე და უგვან გულისთქმებთან ბრძოლა გახლდათ.

Mმკაცრი განმარტოების მიუხედავად, ღირსი მამის წმინდა ცხოვრების შესახებ მოსკოვსა და ნოვგოროდს შეიტყვეს და ერეტიკოსთა ასალაგმად 1490 წელს მოსკოვის საეკლესიო კრებაზე უხმეს.

ამ ღვთისკაცის სიტყვის წყალობით ერეტიკოსნი ანათემას გადასცეს და გადაასახლეს.

უკანასკნელი წლები სორის სკიტში, ასკეტურ ღვაწლსა და წმინდა მამათა დანატოვარის გადაწერაში გაატარა, გარდაცვალებამდე მცირე ხნით ადრე კი ანდერძად დაიბარა,-ჩემს სხეულს ნურც დამარხავთ საჯიჯგნად დატოვეთ, რამეთუ, მრავალგზის შესცოდა და ამგვარი პატივის ღირსი არ არისო!

ხატის წყარო

ბეჭდვა
1კ1