სერბეთის პირველი მთავარეპისკოპოსის, წმინდა საბას ნაწილთა გადასვენება - 06 (19) მაისი
სერბეთის პირველი მთავარეპისკოპოსის, წმინდა საბას ნაწილთა გადასვენება - 06 (19) მაისი
1236 წელს, წმინდა საბას გარდაცვალების შემდგომ მისი სხეული ბულგარეთის ქალაქ ტერნოვოში, ორმოცი მოწამის სახელობის ტაძარში დაასვენეს.

ერთი წლის შემდგომ მომდევნო მღვდელმთავარმა, წმინდა არსენმა (ხსენება 28 ოქტომბერს) სერბეთის კეთილმსახურ მეფეს, ვლადისლავს შესთავაზა, ბულგართა ხელმწიფის, არსენ მესამისთვის (1218-1241 წლები) მიემართა, რომ ღირსი საბას წმინდა ნაწილთა სერბეთს გადასვენების ნება დაერთო.

არსენმა თავიდან იუარა, მაგრამ წმინდა საბა სასწაულებრივად ეჩვენა და უბრძანა, მისი სხეული სერბეთისთვის გადაეცა.

კუბოს გახსნისას მისი სხეული უხრწნელად ჰპოვეს, რომელიც საოცრად კეთილსურნელებდა, რომელმაც მთელი ტაძარი მოიცვა და უამრავ სნეულს მიჰმადლა კურნება.

ამგვარი სასწაულები წმინდა ნაწილთა გადაბრძანების შემდგომაც გრძელდებოდა. სერბეთში კი ეს დიდი სიწმინდე მილეშევსკის უფლის ამაღლების სახელობის ტაძარში გადააბრძანეს.

1595 წელს, 27 აპრილს სინან-ფაშას ბრძანებით წმინდა ნაწილნი დაწვეს.

სურათზე: წმინდა საბას ხელი

ბეჭდვა
1კ1