წმინდა ექვთიმე საკვირველთმოქმედი, მადიტელი ეპისკოპოსი - 05 (18) მაისი
წმინდა ექვთიმე საკვირველთმოქმედი, მადიტელი ეპისკოპოსი - 05 (18) მაისი
წმინდა ექვთიმე მეათე საუკუნის დასაწყისში მარმარილოს ზღვასთან, თრაკიის ერთ-ერთ სოფელში დაიბადა. დედამ იგი კონსტანტინოპოლის მონასტერს მიაბარა, სადაც ოცდაათი წლის მანძილზე იღვაწა და განბრწყინდა.

გავიდა დრო და მდუმარება შეიყვარა, სავანე დატოვა და ქალაქგარეთ განმარტოვდა, სადაც ოთხი წლის მანძილზე პირისპირ ეზრახვოდა უფალს.

ღვთის ნებით, თრაკიის ირაკლიის ეპისკოპოსმა, მისი უარის მიუხედავად, ექვთიმეს დიაკვნად დაასხა ხელი, გარკვეული ხნის შემდეგ კი - ჰელესპონტზე, მადიტის მღვდელმთავრად, სადაც ორმოცი წლის მანძილზე იღვწოდა.

წმინდა მღვდელმთავარმა თავისი ქადაგებით და სასწაულებით უამრავ ადამიანს აჩუქა სულიერი თუ ხორციელი სიმრთელე.

989 წლის საშინელი შიმშილობისას ძალას არ ზოგავდა, შიმშილისგან სასომიხდილ ადამიანთათვის საკვები მოეძიებინა.

მალე მისი წმინდა ცხოვრების ამბავმა იმპერატორ ბასილ მეორემდე (976 - 1025 წლები) ყურამდე მიაღწია და როდესაც წმინდა მამას ეწვია, ექვთიმემ მტრის ძლევა უწინასწარმეტყველა, რაც 989 წელს აღსრულდა კიდეც.

რამდენიმე წლის შემდგომ წმინდა მამამ ხორცი დაუტევა და ზეციურ მოქალაქეთა შორის დაივანა. მის საკვირველად კეთილსურნელოვან წმინდა ნაწილთაგან მრავალმა მიიღო კურნება.

მეოხ გვეყოს მისი წმინდა ლოცვანი უფლის წინაშე!

ბეჭდვა
1კ1