წმინდა თეოფანე, პერიფეორიელი ეპისკოპოსი - 03 (16) მაისი
წმინდა თეოფანე, პერიფეორიელი ეპისკოპოსი - 03 (16) მაისი
ეს წმინდა მამა XIV საუკუნეში ცხოვრობდა და ათონის ვათოპედის მონასტრის პროიღუმენი გახლდათ.

გარკვეული ხნის შემდგომ ფრაკიაში, მორახიდის მღვდელმთავარი გახდა, რაც მაქსიმე კავსოკალიველმა (ხსენება 13 იანვარს) უწინასწარმეტყველა.

1350 წელს თეოფანეს მორახიდის მიტროპოლიტად დაასხეს ხელი. ამ წმინდა კაცმა მწყემსმთავრობა ლიტერატურულ ღვაწლს შეუთავსა, მანვე შეადგინა წმინდა მაქსიმეს ცხოვრება, რომელიც ამ წმინდა მამის დიალოგსაც შეიცავს წმინდა გრიგოლ სინელთან შინაგანი ლოცვის შესახებ.

რამდენიმე წლის შემდგომ, 1353 წელს ღირსმა მამამ მღვდელმთავრობაზე უარი თქვა და თავი სრულიად უძღვნა ლოცვას.

ბეჭდვა
1კ1