წმიდა მამაჲ კათოლიკოსი (+744 წელი) - 03 (16) მაისი
წმიდა მამაჲ კათოლიკოსი (+744 წელი) - 03 (16) მაისი
წმიდა მამაჲ კათოლიკოსი (+744 წელი) საქართველოს ეკლესიას 731-744 წლებში წინამძღვრობდა.

სამწუხაროდ, ცნობები მის შესახებ არ შემონახულა. მამაჲ კათოლიკოსი მოხსენიებულია ზედაზნელ მამათა სიაში. "ზედაძენს დაჯდა მამაჲ [ოცდა]გ წელს, მცხეთის კათალიკოსად დაჯდა ათოთხმეტ წელ".

როგორც ჩანს, ზედაზნის მონასტრის წინამძღვარი გამორჩეული სულიერებისათვის და მოღვაწეობისათვის საქართველოს კათოლიკოსად აურჩევიათ.

წმიდა მამაჲს მოღვაწეობით მადლიერი საქართველოს ეკლესია დღესაც იმედის თვალით შეჰყურებს თავის ბრძენ მწყემსმთავარს: "ვიხარებთ ხსენებასა შენსა ზედა, წმიდაო ღვთისა მამაჲ და ვითხოვთ წყალობასა, მოგვანიჭე საუკუნო სიყვარული ლოცვითა შენითა წმიდითა. ამინ".

ბეჭდვა
1კ1