წმინდა საბა, დაფნუსიელი ეპისკოპოსი - 02 (15) მაისი
წმინდა საბა, დაფნუსიელი ეპისკოპოსი - 02 (15) მაისი
სამწუხაროდ, ამ წმინდა მამის ცხოვრების დრო ჩვენთვის უცნობია, ზოგიერთი წყაროს თანახმად, ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა ღვთისმოსაობით და მაღალი ზნეობით.

ღვთივსათნო ცხოვრების გამო წმინდა საბა ბითვინიაში, დაფნუსის მღვდელმთავრად აირჩიეს, რომლის მკვიდრთაც საკუთარი ცხოვრებით და მადლმოსილი სიტყვით უქადაგებდა ღვთის სიტყვას და რწმენაში განამტკიცებდა.

მისი წყალობით მრავალი წარმართი მოიქცა. წმინდა მამამ მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.


* * *


ხსენება ღირსისა იორდანესი, საკვირველთმოქმედისა, რომელი მშვიდობით აღესრულა

ბეჭდვა
1კ1