ნეტარი ვასილ რიაზანელი, ქრისტესთვის სულელი - 02 (15) მაისი
ნეტარი ვასილ რიაზანელი, ქრისტესთვის სულელი - 02 (15) მაისი
სალოსი მამა, ვასილი (კადომსკი) გაღატაკებულ რიაზანელ დიდებულთა ოჯახის შვილი გახლდათ, ჯარში ნაპოლეონ ბონაპარტესთან ომის ჟამს გაიწვიეს, თუმცა, უშუალოდ საომარ მოქმედებებში მონაწილეობა არასოდეს მიუღია.

შინ მობრუნებულმა სალოსური ღვაწლი იტვირთა, ზამთარ-ზაფხულ ერთი, თხელი სამოსით მონატერ - მონასტერ იარებოდა და იქ იინებდა, სადაც ღამე წამოეწეოდა.

ამ ჭეშმარიტ ღვთისკაცს, დიდად მოღვაწეს განსაკუთრებით ეწყალვოდა ღატაკნი, რომელთაც მოწყალებად მიღებულ მთელ თანხას თუ საკვებს უნაწილებდა.

თავისი სიწმინდის ნაყოფად ღვთისგან ჭვრეტის ნიჭი ებოძა, რის გამოც რიაზანელნი ახალ წინასწარმეტყველად იხსენიებდნენ.

1848 წლის 2 მაისს წმინდა მამამ მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

ღირსო მამაო, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის!

ხატის წყარო


ბეჭდვა
1კ1