ღირსი ბრიოკ ბრეტანელი - 01 (14) მაისი
ღირსი ბრიოკ ბრეტანელი - 01 (14) მაისი
გადმოცემის თანახმად, წმინდა ბრიოკი V-VI საუკუნეებში ცხოვრობდა და ტომით ბრიტანელი გახლდათ.

იგი წმინდა გერმანე ოქსერელმა (ხსენება 31 ივლისს) განანათლა, ბრიტანეთში პელაგიანობასთან საბრძოლველად რომ შემობრძანდა.

ღირსი ბრიოკი სულიერ წინამძღვარს მატერიკზე გაჰყვა და იქ მხვდლად ეკურთხა, სამშობლოში მობრუნებულმა კი ჯერ მშობლები მონათლა, შემდეგ - მთელი სანათესაო და მრავალი ტაძარი და მონასტერი აღაშენა.

უკვე ჭარმაგმა მრავალ ქრისტიანთან ერთად ბრეტანს მიაშურა, სადაც, ერთი იქაური დიდებულის გულუხვი შემონაწირის წყალობით მონასტერი აღაშენა.

სწორედ ამ ადგილას დაფუძნდა შემდგომ საეპისკოპოსო კათედრა და მისი სახელობის ქალაქი სან ბრიო.

ხატის წყარო
ბეჭდვა
1კ1