ღირსი მემნონ საკვირველმოქმედი - 29 აპრილი (12 მაისი)
ღირსი მემნონ საკვირველმოქმედი - 29 აპრილი (12 მაისი)
ღირსი მემნონ საკვირველმოქმედის მოღვაწეობის დრო ცნობილი არაა, ვიცით მხოლოდ ის, რომ მან ბავშვობიდანვე შეიყვარა უფალი ჩვენი იესო ქრისტე, საერო ცხოვრება მიატოვა და ეგვიპტის უდაბნოს მიაშურა სამოღვაწეოდ. მოგვიანებით ის უდაბნოს ერთ-ერთი მონასტრის იღუმენად აირჩიეს. მემონი ბრძნულად და ფრთხილად მართავდა საძმოს, ეხმარებოდა მათ ლოცვითა და რჩევა-დარიგებით.

იგი გამუდმებით ლოცულობდა, იცავდა მძიმე მარხვას, თავისი მოღვაწეობით მაგალითს აძლევდა მონასტრის საძმოს. უფალმა ღვთივსათნო ცხოვრების გამო მემონს წინასწარჭვრეტის ნიჭი მიმადლა. ერთხელ მისი მონასტრის შემოგარენს შემოესია კალია, რომელიც ნათესებს სპობდა. ღირსი მემონი, გამოვიდა მონასტრის გარეთ, ლოცვად დადგა, მალე ბერის ლოცვა შეისმინა უფალმა და კალია ისე გაქრა, თითქოს არც არასდროს ყოფილა იქ. იღუმენ მემონის ლოცვით ეგვიპტის უდაბნოში წყაროც გაჩნდა..

ერთხელ ზღვაში გემი იძირებოდა, ქარიშხლის გამო, მეზღვაურებმა ლოცვით წმინდა მემონს უხმეს საშველად. წმინდა ბერიც მათთან გაჩნდა და მისი ლოცვით გემი ნაპირზე უვნებელი გამოვიდა. ღირსი მამა გარდაცვლილიც კი აღასრულებდა სასწაულებს, თუკი მისადმი ლოცვას გულით აღავლენდნენ.

ბეჭდვა
1კ1