კირილე - ტუროველი ეპისკოპოსი (+1183) -28 აპრილი (11 მაისი)
კირილე - ტუროველი ეპისკოპოსი (+1183) -28 აპრილი (11 მაისი)
ღირსი კირილე დაიბადა XII საუკუნის 30-იან წლებში, მდიდარ ოჯახში.

ზრდასრულმა უარი განაცხადა მემკვიდრეობაზე და ბერად შედგა ტუროვის ბორისისა და გლების მონასტერში.

წმინდა კირილეს მაღალმა სიწმინდემ და განათლებამ მიიქციეს საყოველთაო ყურადღება, და ის აირჩიეს ტუროვის კათედრაზე. წმინდა კირილეს ეკუთვნის წერილები წმინდა ანდრეი ბოგოლიუბსკის მიმართ, რომლებშიც განსწავლიდა მას საეკლესიო ცხოვრების სხვადასხვა საკითხზე.

მასვე ეკუთვნის სასულიერო ხასიათის არაერთი თხზულება.

ღვთივგანბრძნობილი ქადაგებებისათვის თანამედროვეთაგან მას ჰქონდა "რუსი ოქროპირის" სახელი.

ბეჭდვა
1კ1