ღირსი სტეფანე პეჩორელი, იღუმენი, ვლადიმირ-ვოლინის ეპისკოპოსი (+1094) - 27 აპრილი (10 მაისი)
ღირსი სტეფანე პეჩორელი, იღუმენი, ვლადიმირ-ვოლინის ეპისკოპოსი (+1094) - 27 აპრილი (10 მაისი)
სტეფანე მონაზვნად თეოდოსი პეჩორელმა აღკვეცა. წმინდა თეოდოსიმ ღირსი სტეფანე გარდაცვალების წინ აკურთხა როგორც კიევ-პეჩორის მონასტრის წინამძღვარი. ეს კი ასე მოხდა: ნეტარმა თეოდოსი პეჩორელმა წინასწარ იცოდა დღე, როდის მიაბარებდა სულს უფალს და დამშვიდდებოდა, რამეთუ სიკვდილი დამშვიდებაა წმინდანისათვის.

სიკვდილის წინ ნეტარი ბერი ავად გახდა. სამი დღე თეოდოსი არც საუბრობდა, არც თვალს ახელდა, ყველას ეგონა, უკვე მიიცვალაო, მაგრამ ძალიან რომ დაუკვირდებოდნენ, სუნთქვა ესმოდათ მისი.

სამი დღის შემდეგ ღირსი თეოდოსი წამოდგა და მის ირ¬გვლივ შეკრებილებს მიმართა:

- ჩემო ძმებო და მამებო! მღვიმეში რომ ვიყავი მარხვისას, უფალმა განმიცხადა ჩემი ამქვეყნიდან გასვლის დღე. აი, მიიწურა ჩემი სიცოცხლის დღეები. უნდა დაგტოვოთ, ერთმანეთში აირჩიეთ ჩემ ნაცვლად წინამძღვარი.

ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ ძმები კიდევ უფრო დადარდიანდნენ, შემდეგ მონასტრის ეზოში გავიდნენ სათათბიროდ, წინამძღვრის ასარჩევად. ბერებმა ერთობით გადაწყვიტეს, მონასტრის წინამძღვრად დაედგინათ ეკლესიის რეგენტი სტეფანე.

მეორე დღეს თეოდოსიმ კვლავ იხმო ძმები და ჰკითხა:

- აბა, შვილებო, გადაწყვიტეთ, ვინ არის ღირსი თქვენი წინამძღვრობისა?

მათ ერთხმად უპასუხეს, - სტეფანეა ღირსი წინამძღვრობისა თქვენ შემდეგო.

ნეტარმა იხმო სტეფანე, დალოცა და დაადგინა წინამძღვრად. ძმებს დიდხანს არიგებდა, სტეფანეს დამორჩილებოდნენ, დაეჯერებინათ მისი. ღირსმა ბერმა იწინასწარმეტყველა, შაბათს მზის ამოსვლის შემდეგ დატოვებს ჩემი სხეული სულსო... ასეც მოხდა.

ღირსი სტეფანეს იღუმენობის დროს დასრულდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დიდი ტაძრის მშენებლობა კიევ-პეჩორის მონასტერში.

1078 წელს სტეფანე იძულებული გახდა დაეტოვებინა კიევ-პეჩორის მონასტერი და იქვე ახლოს მთაზე დააარსა ვლაქერნის ღვთისმშობლის პატივსაცემად მონასტერი.

1091 წელს სტეფანეს ხელი დაასხეს ვლადიმირ-ვოლი¬ნის ეპისკოპოსად. იგი 1094 წლის 27 აპრილს მიიცვალა.

ბეჭდვა
1კ1