წმინდა მაქსიმიანე, კონსტანტინოპოლელი პატრიარქი (+434) - 21 აპრილი (4 მაისი)
წმინდა მაქსიმიანე, კონსტანტინოპოლელი პატრიარქი (+434) - 21 აპრილი (4 მაისი)
ძველი სტილით 21 აპრილს ეკლესია აღნიშნავს კონსტანტინოპოლის ერთ-ერთი პატრიარქის წმინდა მაქსიმიანეს ხსენებას. წმინდა მაქსიმიანე ცხოვრობდა III-IV საუკუნეების მიჯნაზე. დაიბადა მდიდარი და ღვთისმოსავი რომაელის ოჯახში. მაქსიმიანეს განმარტოებით ცხოვრება უყვარდა. ბავშვობიდანვე თავმდაბლობით გამოირჩეოდა. მალე მისი ოჯახი საცხოვრებლად დედაქალაქში, კონსტანტინოპოლში გადავიდა. თუ ვინმე წმინდა ცხოვრებით ცნობილი ადამიანი გარდაიცვლებოდა, მაქსიმიანე მას საკუთარი ხარჯით ასაფლავებდა. სიწმინდისა და ქველმოქმედებისათვის პატრიარქმა სისინმა (426-427) იგი მღვდლად აკურთხა, მწვალებელი პატრიარქი ნესტორის (428-431) განდევნის შემდეგ კი, 431 წლის 25 ოქტომბერს, ღირსი მამა კონსტანტინოპოლის ეკლესიის საჭეთმპყრობელად დაადგინეს. ეს მოხდა წმინდა მეფის თეოდოსი მცირის (408-450) მეფობის დროს. წმინდა მღვდელმთავარმა მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს 434 წლის 12 აპრილს, დიდ ხუთშაბათს.

ბეჭდვა
1კ1