წმინდა თეოტიმე ფილოსოფოსი, ტომიის ეპისკოპოსი (+დაახლ. 412) - 20 აპრილი (3 მაისი)
წმინდა თეოტიმე ფილოსოფოსი, ტომიის ეპისკოპოსი (+დაახლ. 412) - 20 აპრილი (3 მაისი)
წმინდა თეოტიმე IV-V საუკუნეების მიჯნაზე ცხოვრობდა და წარმოშობით სკვითი იყო ბერძნული სიბრძნის კარგი ცოდნით მან ფილოსოფოსის სახელი მოიხვეჭა. მას მერე, რაც ქრისტიანად მოიქცა, თეოტიმემ მკაცრი მოსაგრე ცხოვრება დაიწყო, რათა სული და სხეული ღვთაებრივი სიბრძნის სამყოფელი გამხდარიყო.

თეოდოსის მეფობისას (378-395) ტომის ეპისკოპოსად გამოირჩიეს. წმინდა თეოტიმემ დაიწყო ფართო და ლამაზი ტაძრების აგება, ასევე მოაწესრიგა მონაზვნური ცხოვრება სკვითიაში. შემდეგ კი გადაწყვიტა თავისი მეგობრის, წმინდა იოანე ოქროპირის გამოგზავნილ მისიონერ მონაზვნებთან ერთად დუნაი გადაელახა, რათა ჰუნებისთვის სახარების ნათელი მიეტანა. აღსრულებული სასწაულების გამო ჰუნებმა მას რომაელი ღმერთი უწოდეს. თავისი მოთმინებით ეპისკოპოსმა იმას მიაღწია, რომ ჰუნები უფრო მშვიდები გახდნენ და ნაკლებად ესხმოდნენ თავს სკვითიას.

ამის გარდა, წმინდა თეოტიმემ მონაწილეობა მიიღო კონსტანტინოპოლის (403 წ.) კრებაში, რომელიც ორიგენეს მოძღვრების წინააღმდეგ მოიწვია წმინდა ეპიფანემ. მაგრამ წმინდა თეოტიმემ უარი განაცხადა, დიდი ალექსანდრიელი მასწავლებლის ყველა ნაწერი დაეგმო, იმ მოტივით, რომ ზოგიერთი მათგანი მწვალებლობით იყო შებილწული. ის მცირე ხანში, მშვიდად აღესრულა თავისი მეგობრის, წმინდა იოანე ოქროპირის გარდაცვალების შემდეგ, რომელსაც ის თეოფილე ალექსანდრიელის ინტრიგებისგან იცავდა.

ხატის წყარო

* * *
ღირსი აღმსარებელი სმარაგდა (ონიშენკო, +1945), იღუმენია

მას უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია მოიხსენიებს.

* * *

წმინდა აღმსარებელი თეოდოსი, კოლომენსკის ეპისკოპოსი (+1937); ღირსი ალექსანდრე (ოშევენსკი, +1470)

მათ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია მოიხსენიებს.

ბეჭდვა
1კ1