წმინდა გრიგოლი, ანტიოქიის პატრიარქი (+593) - 20 აპრილი (3 მაისი)
წმინდა გრიგოლი, ანტიოქიის პატრიარქი (+593) - 20 აპრილი (3 მაისი)
მას მერე, რაც ანასტასი სინელი გადაასახლეს, მის ნაცვლად საპატრიარქო ტახტზე მისი ნების წინააღმდეგ აიყვანეს წმინდა გრიგოლი - ფარანის მონასტრის იღუმენი. ეს სავანე სინას მთასა და რაითის უდაბნოს შუაში მდებარეობდა. მისი პატრიარქობა რომ ღვთის ნებითა და განგებულებით მოხდა, ამის შესახებ მოწმობს წმინდა სოფრომ იერუსალიმელი თავის "ლიმონარში": ერთხელ, იღუმენობისას, წმინდა გრიგოლმა გამოქვაბულში მოღვაწე მეუდაბნოე ამბა სერგი მოინახულა. მეუდაბნოემ პატივით მიიღო წმინდა მამა და ფეხები დაბანა, მთელი დღე სულიერ საკითხებზე ესაუბრა და მეორე დღეს გაუშვა. როცა წმინდა გრიგოლი წავიდა, სულიერმა შვილებმა ამბა სერგის ჰკითხეს, თუ რატომ შეხვდა ასეთი პატივით ამბა გრიგოლს, მრავალი ეპისკოპოსი მოგვიყვანია შენთან, მაგრამ მათთვის ფეხი არ დაგიბანიაო. რაზეც წმინდა სერგიმ უპასუხა:

- მე არ ვიცი, ვინ არის გრიგოლი, მე პატრიარქი მივიღე ჩემს მღვიმეში, რადგან მას ომფორი ეცვა და ხელში სახარება ეპყრაო.

წმინდა გრიგოლი მრავალი სათნოებით იყო გამშვენებული: იყო მართლმორწმუნე, კეთილი, მორჩილი და მდაბალი ღირსი მამა, რომელიც ყველას უყვარდა.

წმინდა გრიგოლი სიცოცხლის ბოლომდე (+596) ღირსეულად ატარებდა პატრიარქობის მძიმე უღელს.

ხატის წყარო
ბეჭდვა
1კ1