ღირსი ნიკიფორე - 19 აპრილი (2 მაისი)
ღირსი ნიკიფორე - 19 აპრილი (2 მაისი)
ღირსი მამაჲ ჩვენი ნეტარი ნიკიფორე დაიბადა კონსტანტინოპოლში, ანდრია და თეოდორას მდიდარ და ცნობილ ოჯახში. მშობლები ქრისტიანულად ზრდიდნენ შვილს. მათი გარდაცვალების შემდეგ ნიკიფორემ შეიცნო სოფლის ამაოება, და სურვილი გაუჩნდა ღვთისთვის მიეძღვნა თავი. მან მთელი ქონება ღარიბებს დაურიგა და ქალკედონ¬ში გაემგზავრა. იქ წმინდა ანდრიას მონასტერში შევიდა, ღირს ნიკიფორეს მოეწონა მკაცრი ცხოვრების წესი და იქვე დარჩა სამოღვაწეოდ. მან ისეთი არაჩვეულებრივი გულმოდგინება გამოამჟღავნა ლოცვასა და შრომაში და ისეთი მონდომება მოთმინებასა და მოღვაწეობაში, რომ მალე იღუმენმა ფინიკიის კუნძულზე გაგზავნა საქადაგებლად და დაადგინა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მონასტრის იღუმენად.

კუნძულზე ჩასულმა ღირსმა ნიკიფორემ მოხდენილი სასწაულებით მრავალი წარმართი მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე, დაანგრია საკერპოები და მათ ადგილას ეკლესიები ააშენა. თავისი მოსაგრეობითა და მარხვით ყველას აღემატა. კუნძულზე გაატარა 33 წელი და სიკვდილის მოახლოება იგრძნო, მაშინ ღირსმა იღუმენმა ძმებს ამის შესახებ ამცნო, თავის ნაცვლად, იღუმენად ღვთისმოშიში ბერი იოსები დაადგინა, თვითონ კი ქალკედონისკენ ისწრაფა

ხომალდზე ავიდა, მთლად მოუძლურდა და ხომალდის პატრონს უთხრა: "მშვიდად იყავით, სული ჩემი უფალთან მიდის, ჩემი სხეული კი ქალკედონში ჩაიტანეთ". წმინდანმა თქვა ეს და გარდაიცვალა. ზურგისქარით ხომალდი მალე ჩავიდა ქალკედონში. იქ წმინდა ანდრიას მონასტრის მამებმა პატივით დაკრძალეს წმინდა მამის ცხედარი.

ხატის წყარო
ბეჭდვა
1კ1