ღირსი იოანე, ხუცესი "ძველი ლავრისა" პალესტინაში (VIII) - 19 აპრილი (2 მაისი)
ღირსი იოანე, ხუცესი "ძველი ლავრისა" პალესტინაში (VIII) - 19 აპრილი (2 მაისი)
"ძველ ლავრას" უწოდებდნენ, იერუსალიმთან ახლოს, პალესტინის უდაბნოში მდებარე მონასტერს, რომელიც ღირსმა ხარიტონმა ყველა სხვა ლავრაზე ადრე დააარსა. ამ უძველეს ლავრაში მოსაგრეობდა ზემოთ ხსენებული ღირსი იოანე.

სიყმაწვილიდანვე ღვთის სიყვარულით ანთებული იოანე, მთელი სულით მიეკრა უფალს. მოიძაგა ამაო სოფელი, მიატოვა სამშობლო, უფლის სახელით მიმომწირობდა სხვადასხვა მხარეში და შობიდან გარდაცვალებამდე არა ჰქონდა თავის მისადრეკი ადგილი. მიაღწია რა წმინდა ქალაქ იერუსალიმს, იოანემ თაყვანი სცა უფლის ცხოველმყოფელ საფლავს, და შემდეგ კი ნეტარი ხარიტონის ლავრაში მივიდა, სადაც ღვთივსათნო ცხოვრების გამო მღვდლად აკურთხეს. წმინდა იოანემ უფრო გაამკაცრა ღვაწლი: ღამეებს ათენებდა განუწყვეტლად საკუთარ სიკვდილზე ფიქრობდა, სავსებით მოაკვდინა ხორცი და მიწიერი ანგელოზს მიემსგავსა. საკმაოდ დიდხანს იცოცხლა და მშვიდად ჩააბარა სული უფალს. იგი VIII საუკუნის მეორე ნახევარში გარდაიცვალა.

ხატის წყარო
ბეჭდვა
1კ1