ღირსი ექვთიმე სასწაულმოქმედი - 18 აპრილი (1 მაისი)
ღირსი ექვთიმე სასწაულმოქმედი - 18 აპრილი (1 მაისი)
ღირსი ექვთიმე როდის მოღვაწეობდა, უცნობია. გარდამოცემით, სიყმაწვილიდანვე ისწრაფოდა მონაზვნური ცხოვრებისკენ. მშობლებმა მას სარძლო მოუძებნეს, მაგრამ ექვთიმემ დაქორწინებაზე უარი თქვა და ბერად აღიკვეცა. მონასტერში გულმოდგინედ ემსახურებოდა ძმებს და სხვადასხვა მორჩილებას აღასრულებდა.

როცა შეიტყო, რომ იღუმენად არჩევას უპირებდნენ, წმინდანმა მონასტერი დატოვა, ადამიანთაგან დიდებას გაექცა და ერთ უდაბურ ადგილას განმარტოვდა. იქ ის ძალზე მკაცრად მოსაგრეობდა და ღმერთმა მას სასწაულქმედების მადლი მიანიჭა. ღირსი ექვთიმე ბრმებს თვალისჩინს უბრუნებდა, მკვდრებს აღადგენდა და მწუხარეთ ანუგეშებდა. ღრმა სიბერემდე იცოცხლა და მშვიდობით აღესრულა.

....................................................

ღირსი ექვთიმე, კარელიის განმანათლებელი (+1435) და მართალნი: ანტონი და ფელიქსი (+1418); მღვდელმოწამე ბესარიონ მეთოდეს ძე სელინინი, მღვდელი (+1918)

მათ მოიხსენიებს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია.

ბეჭდვა
1კ1