წმინდა მაკარი კორინთელი (+1805) - 17 (30) აპრილი
წმინდა მაკარი კორინთელი (+1805) - 17 (30) აპრილი
წმინდა მაკარი დაიბადა 1731 წელს ნოტარასთა სახელგანთქმულ ოჯახში. მამამისი ანასტასი ქალაქის მამასახლისი გახლდათ, დედას გეორგანდა ერქვა. ცხრა შვილიდან მეხუთეს ნათლისღებისას მიქაელი დაარქვეს. სწავლობდა კეფალენიაში, სახელგანთქმულ მასწავლებელთან-ევსტათესთან. ჯერ კიდევ სკოლის მოწაფემ მიქაელმა შეიყვარა საეკლესიო მსახურება და ღვთივსათნო საქმეები. მან მოიძულა ამსოფლიური ამოება. საღმრთო მოშურნეობით დატოვა სახლი და დიდი მღვიმეების (მეგალი სპილეი) მონასტერს მიაშურა, მაგრამ მამებს ნოატარასების ოჯახის შეეშინდათ და მიღებაზე უარი უთხრეს. სხვა რა გზა ჰქონდა, ყმაწვილი შინ დაბრუნდა და სასულიერო ლიტერატურის შესწავლას შეუდგა. 28 წლისა სათავეში ჩაუდგა კორინთოს სკოლას და ექვსი წელი უსასყიდლოდ ასწავლიდა უმეცრების სიბნელეში ჩავარდნილ თანამემამულეებს, რითაც თანამემამულეთა უდიდესი სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა. ამიტომაც, როცა მისი მოძღვარი კორინთოს ეპისკოპოსი გარდაიცვალა, მიქაელი ერთხმად აირჩიეს ეპისკოპოსად. მიქაელი მაკარის სახელით ბერად აღკვეცეს და შესაფერისი საფეხურების გავლის შემდეგ, 1765 წლის იანვარში იგი კორინთოს კათედრაზე ავიდა და შეუდგა ნაყოფიერ ღვაწლს. საქმე კი ბევრი დახვდა, მისი წინამორბედი დიდი ხანი ავადმყოფობდა და ამიტომ შესაფერისად ვერ აქცევდა მრევლს ყურადღებას. მაკარი მაშინვე შეუდგა წესრიგის დამყარებას. მან განაყენა უსწავლელი ანდა ძალზე მოხუცი მღვდლები, ანდა ისინი პოლიტიკაში ვინც ერეოდა.

ბეჭდვა
1კ1