ღირსი რუადჰან ლორჰელი (+584) - 15 (28) აპრილი
ღირსი რუადჰან ლორჰელი (+584) - 15 (28) აპრილი
ის დაიბადა ლენსტერში ირლანდიაში და ენათესავებოდა მიუნსტერის სამეფო ოჯახს. მისი მასწავლებელი გახლდათ ფინიან კლონარდელი. დაახლოებით 545 წელს რუადჰანმა დააარსა ლორჰას მონასტერი და გახდა მისი იღუმენი. იგი 584 წლის 5 აპრილს გარდაიცვალა ლორჰას მონასტერში. მას პატივს მიაგებენ, როგორც რწმენის აღმსარებელს და ირლანდიის განმანათლებელ თორმეტ მოციქულთაგანს. მისი ხელი, ვერცხლის ლუსკუმაში ჩასვენებული ინახებოდა ლორჰას მონასტერში, მაგრამ რეფორმაციის დროს განადგურდა. მისი საიღუმენიო ზარი ბრიტანეთის მუზეუმში ინახება.

ხატის წყარო

ბეჭდვა
1კ1