წმინდა მარტიუს კლერმონელი (+530) - 13 (26) აპრილი
წმინდა მარტიუს კლერმონელი (+530) - 13 (26) აპრილი
ამ დღეს იხსენიება დასავლეთ ეკლესიაში მოღვაწე მამა წმინდა მარსი ან მარტიუსი, კლერმონელი. იგი დაიბადა ოვერნში დაახლოებით 440-445 წლებში. სიჭაბუკიდანვე დაყუდებული ცხოვრებისადმი ინტერესი გამოავლინა. სწავლის პერიოდში ის ნაკლებად აქცევდა ყურადღებას თავის ხორციელ სურვილებს და დიდსულოვნად ეხმარებოდა ღარიბებს. მაკრამ ეს არ იყო მისთვის საკმარისი. ის ქალაქის ახლოს მდებარე მთაზე (რომელსაც შემდგომში კლერმონის მთა ეწოდა) ავიდა, იქ კლდეში რამდენიმე კელია გამოთხარა და იქ თავის რამდენიმე მეგობართან ერთად დაეყუდა, რომელთაც მისი გავლენით და მისსავე სულიერი ხელმძღვანელობის ქვეშ ცხოვრება ირჩიეს.
ეს პატარა თემი ავინონელებისგან შედგებოდა. მარტიუსი დამოძღვრიდა თანამემამულეებს, თუ როგორ ეცხოვრათ სახარების მიხედვით. მოწაფეები ისე გაუმრავლდა, რომ 470 წელს მონასტრის დაარსება მოუწია, რომელმაც XVIII საუკუნემდე იარსება. ღმერთმა მას სასწაულქმედების ნიჭი მიჰმადლა. წმინდა გრიგოლ ტურელის მამა პლორანტი და მისი მეგობარი ნივარდი წმინდა მარტიუსის ლოცვით განიკურნენ, ერთი - სიცხისგან, მეორე - წყალმანკისგან.

წმინდა იღუმენი დაახლოებით 530 წელს გარდაიცვალა და იმავე მონასტრის ეკვდერში დაკრძალეს. წმინდა მარტიუსის საფლავიდან მრავალი სასწაული აღესრულა.

ბეჭდვა
1კ1