წმინდა მარტვირი, იერუსალიმის მთავარეპისკოპოსი (+486) - 13 (26) აპრილი
წმინდა მარტვირი, იერუსალიმის მთავარეპისკოპოსი (+486) - 13 (26) აპრილი
წმინდა მარტვირის შესახებ სდუმს ბიზანტიური სვინაქსარი. იოანე ზოსიმესეული კალენდარი მას 13 აპრილს, 25 ივნისს და ღირს პატრიარქ ზაქარიასთან ერთად 27 ოქტომბერს მოიხსენიებს.

წმინდა მარტვირი წარმოშობით კაპადოკიელი იყო. ის 457 წელს არაბ ილიასთან ერთად ეგვიპტიდან ქრისტიანთა დევნას გამოექცა და თავი შეაფარა იერუსალიმის აღმოსავლეთით მდებარე წმინდა ექვთიმე დიდის მონასტერს. 478 წელს ის იერუსალიმის მთავარეპისკოპოსი გახდა. კირილე სკითოპოლელის თანახმად იგი 486 წლის 13 აპრილს აღესრულა.

სურათზე: ექვთიმე დიდის ლავრა

ბეჭდვა
1კ1