წმინდა მღვდელმთავარი სერგი მეორე, პატრიარქი კონსტანტინოპოლისა (+1019) - 12(25) აპრილი
წმინდა მღვდელმთავარი სერგი მეორე, პატრიარქი კონსტანტინოპოლისა (+1019) - 12(25) აპრილი
წმინდა სერგი შვილთაშვილი გახლდათ ფოტიოს კონსტანტინოპოლის პატრიარქისა. ინტრონიზაციამდე ის კონსტანტინოპოლის ერთ-ერთი მონასტრის წინამძღვარი და იმპერატორ რომან I-ის მოძღვარი იყო. ის მეფის დიდი პატივისცემით სარგებლობდა და ჯერკიდევ 956 წელს პატრიარქ თეოფილაქტეს გარდაცვალების შემდეგ, საპატრიარქო ტახტის ერთ-ერთი კანდიდანტი იყო, მაგრამ მან მაშინ უარი თქვა პატრიარქობაზე და ტახტზე მისი მეგობარი მონაზონი პოლიევქტო აიყვანეს. წმინდა სერგიმ საპატრიარქო ტახტი უკვე ხანშიშესულმა დაიკავა 999 წელს. იგი ეკამათებოდა ლათინ ღვთისმეტყველებს და პატრიარქ ფოტის ხაზის აგრძელებდა. მან ბრძანა ბიზანტიის ეკლესიის დიპტიქიდან ამოეღოთ რომის პაპის სახელი. წმინდა სერგი 1019 წელს გარდაიცვალა.

 

ბეჭდვა
1კ1