ღირსი ექვთიმე (+1465 და ხარიტონ (+1509) სიანჟემელები - 11 (24) აპრილი
ღირსი ექვთიმე (+1465 და ხარიტონ (+1509) სიანჟემელები - 11 (24) აპრილი
ღირსი ექვთიმე ვოლოგდაში დაიბადა, მონაზვნად აღიკვეცა ყუბანის ტბასთან მდებარე მონასტერში. რაღაც დროით მდინარე ყუბანთან მდებარე განმარტოებულ კელიაში ცხოვრობდა, შემდეგ კი სიანჟემში გადავიდა, სადაც ამაღლების სახელობის მონასტერი ააშენა და მისი იღუმენი გახდა. წმინდანი 1465 წელს გარდაიცვალა.

ღირსი ხარიტონი გახლდათ წმინდა ექვთიმე სიანჟემელის მოწაფე და თანამოსაგრე. ექვთიმეს გარდაცვალების შემდეგ მონასტრის წინამძღვრობა ხარიტონის ხელში გადავიდა და ორმოცი წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა თავისი მოძღვრის დაარსებულ სავანეს. წმინდა ხარიტონი 1509 წლის 11 აპრილს გარდაიცვალა.

* * *
წმინდა მოწამეები: პეტრე ჟუკოვი და პროხორე მიხაილოვი (+1918); მღვდელმოწამე ნიკოლოზ გავარინი, მღვდელი (+1938) - 11 (24) აპრილი
ამ ახალმოწამეებს 11 აპრილს რუსეთის მართლმადიდე¬ბელი ეკლესია მოიხსენიებს.

ბეჭდვა
1კ1