წმინდა მღვდელმოწამე დომნე, სალონის ეპისკოპოსი (+304) - 11 (24) აპრილი
წმინდა მღვდელმოწამე დომნე, სალონის ეპისკოპოსი (+304) - 11 (24) აპრილი
დასავლეთის ეკლესია (რომის მარტიროლოგია) პატივს მიაგებს წმინდა დომნეს, რომელიც შესაძლოა ქალაქ სალონის (დღევანდელი სოლინი, ხორვატია) პირველი მართლმადიდებელი მღვდელმთავარი იყო, ის შესაძლოა აწამეს დიოკლეტიანეს დევნის ჟამს, სხვა რვა მეომართან ერთად, რომელთაგან სამის სახელი ცნობილია: ფილოკალუსი, ახაიკუსი და პალოტინუსი.

V-VII საუკუნეებში გაჩენილი ლეგენდის მიხედვით, ის თითქოს პეტრე მოციქულის მოწაფე და სალონის კათედრის დამფუძნებელი გახლდათ. 1912 წელს ფრანე ბულიჩმა და იოსებ ბერვალდიმ, მათ ხელს არსებული წყაროების მიხედვით ივარაუდეს, რომ წმინდა დომნე სალონის ეპისკოპოსი იყო III და IV საუკუნეების მიჯნაზე და ქრისტესთვის 304 წელს ეწამა. მას მერე ეს აზრი უფრო წინ წამოიწია, თუმცა XXI საუკუნეში, სხვადასხვა კალენდარში ვხვდებით, რომ წმინდა დომნეს ცხოვრება პირველი საუკუნით არის დათარიღებული.

სურათის წყარო

ბეჭდვა
1კ1