წმინდა იოაკობ ჟელეზნიბოროველი (+1442) - 11 (24) აპრილი
წმინდა იოაკობ ჟელეზნიბოროველი (+1442) - 11 (24) აპრილი
წმინდა იაკობი XIV-XV საუკუნეების მიჯნაზე ცხოვრობდა და გალიჩელი ბოიარების შვილი იყო. მონაზვნური ცხოვრება მან წმინდა სერგი რადონეჟელის მონასტერში დაიწყო. შემდეგ კი წმინდა სერგის კურთხევით, ტყეში განმარტოვდა, რომელსაც ჟელეზნი ბორს ეძახდნენ. მას მალე მოსწავლეები გაუჩნდა, მათთვის წმინდა იაკობმა წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტერი ააშენა. იღუმენის ხარისხი წმინდა იაკობმა სიცოცხლის ბოლოს მიიღო. 1429 წელს სავანე თათრებმა დაარბიეს, წმინდა იაკობი ამ დროს უღრან ტყეში იმალებოდა. ღირსმა მამამ მონასტერი აღადგინა და ამ მხარის დარბეულ მოსახლეობას ეხმარებოდა. წმინდა იაკობი 1442 წლის 11 აპრილს გარდაიცვალა და მონასტერში დაკრძალეს. 1613 წელს მისი წმინდა სხეული უხრწნელი მოიპოვეს.

ბეჭდვა
1კ1