წმინდა კელისტინე რომის პაპი, რომელი იყო შემკობილი სიტყუითა და საქმითა (+432) - 08 (21) აპრილი
წმინდა კელისტინე რომის პაპი, რომელი იყო შემკობილი სიტყუითა და საქმითა (+432) - 08 (21) აპრილი
ქრისტეს ეს წმინდა მსახური IV საუკუნეში კომპანიის მხარეში დაიბადა.

გადმოცემის თანახმად, წმინდა კელესტინე გარკვეული ხნის მანძილზე მილანში ცხოვრობდა, სადაც წმინდა ამბროსი მედიოლანელს (ხსენება 7 დეკემბერს) დაემოწაფა და ნეტარ ავგუსტინეს (ხსენება 15 ივნისს) დაუმეგობრდა.

წმინდა ზნეკეთილი ცხოვრების გამო 422 წელს რომის პაპად აირჩიეს.

თავისი მღვდელმთავრობის ათი შფოთიანი წლის მანძილზე ღონე არ დაუზოგავს ჭეშმარიტი რწმენის დასაცავად, - აქტიურად დაუპირისპირდა პელაგიანობას, იმჟამინდელი დასავლური ეკლესიის ნაწილში რომ შეაღწია. ამ მიზნით ირლანდიაში წმინდა პალადი (რომლის ხსოვნასაც დასავლური ეკლესია 6 ივლისს აღნიშნავს) წარგზავნა, ბრიტანეთს კი - წმინდა გერმანე ოსერელი (ხსენება 31 ივლისს), რომელსაც თან წმინდა ლუპა ტრუასელი (ხსენება 29 ივლისს) გააყოლა.

ღირსმა მამამ დიდად იღვაწა გალიის, იტალიისა და ილირიკის ეკლესიებში მართლმადიდებლობის შესანარჩუნებლად და განსამტკიცებლად, ხოლო როდესაც წმინდა კირილე ალექსანდრიელისგან ნესტორიანული ერესის შესახებ შეიტყო, 430 წელს რომის ადგილობრივი საეკლესიო კრებაზე სასტიკად დაგმო.

მომდევნო წელს, ეფესოს მსოფლიო კრებაზე, რომელსაც წმინდა კირილე თავკაცობდა, წმინდა კელისტინემ სამი ლეგატი წარგზავნა, რომელთაც რომის ეკლესიას და მთავარეპისკოპოს ალექსანდრეს ერთგულება დაუდასტურეს.

ღირსი მამა 432 წელს გავიდა ამქვეყნიდან და ქალაქის მახლობლად მდებარე ტაძარში დაიკრძალა, მოგვიანებით კი მისი წმინდა ნაწილნი რომში, წმინდა პრექსადის სახელობის ტაძარში გადმოაბრძანეს.

* * *
ამავე დღეს არის ხსენება მღვდელმოწამისა სერგისა (როდაკოვსკი), პრესვიტერისა (+1933)

ბეჭდვა
1კ1