ღირსი გიორგი აღმსარებელი, მიტილენელი ეპისკოპოსი (IX) - 07 (20) აპრილი
ღირსი გიორგი აღმსარებელი, მიტილენელი ეპისკოპოსი (IX) - 07 (20) აპრილი
ღვთის რჩეული 776 წელს მცირე აზიის დასავლეთში, წარჩინებულ ოჯახში იშვა და სიჭაბუკეშივე შეიყვარა განდეგილობა.

თორმეტი წლისა დაობლდა, მთელი საბადებელი მოწყალებად გასცა და მახლობელ მონასტერს შეერთო.

გავიდა ორი წელი და განმარტოების წყურვილმა იქაურობა დაატოვებინა და კუნძულ ლესბოსზე (მიტილენაზე), ერთ გამოქვაბულში დასახლდა, სადაც ყოველგვარ ბოროტს და არაწმინდებას უძილო ლოცვით იგერიებდა.

მიუხედავად დიდი მცდელობისა, ეს ადგილი სხვათათვის შეუმჩნეველი ყოფილიყო, გამოქვაბულის და მისი წმინდა ბინადრის ამბავი ბევრმა შეიტყო.

მალე სასულიერო და საერო პირებმა ერთხმად ინებეს მისი მღვდელმთავრობა და კუნძულ მიტილენის მღვდელმთავრად აირჩიეს. იმ დროს წმინდა გიორგის ოცდარვა წელი შეუსრულდა.

გავიდა ათი წელიწადი და ნეტარი მამა ერთ წარჩინებულს დაუპირისპირდა, წმინდა ეკლესიის უფლებებს არად აგდებდა.

წმინდა მღვდელმთავარი ამ ამბის გამო კონსტანტინოპოლს, პატრიარქს ეახლა.

წმინდა ნიკიფორემ (ხსენება ივნისს), უწყოდა რა გიორგის ყველა ღირსების შესახებ და ისიც, რომ მოკლე ხანში ეკლესიას ახალი განსაცდელი ელოდა, ღირსი მამა, მისი ნების საწინააღმდეგოდ, თავისთან დაიტოვა.

ლეონ სომხის (813-820 წლები) გაიმპერატორების შემდგომ მართლაც შეესხათ ფრთები ხატმებრძოლთ და სასტიკად შეუტიეს ჭეშმარიტების ერთგულთ. ამ ბრძოლაში წმინდა გიორგი აქტიურად ჩაერთო, რის გამოც ჯერ სასტიკად ტანჯეს, შემდეგ კი კუნძულ პროპონტიდაზე გადაასახლეს.

დევნილობაში ღვაწლი განიმრავლა და ღვთისგან ჯილდოდ სასწაულქმედების მადლი მიიღო, რომლის წყალობითაც მორწმუნენი მისი გარდაცვალების შემდგომაც იკურნებოდნენ და განმტკიცდებოდნენ.

ღირსი გიორგი 821 წლის 7 აპრილს მიიცვალა, მისი წმინდა ნაწილნი კი გარკვეული ხნის შემდგომ კუნძულ მიტილენაზე გადააბრძანეს და საკათედრო ტაძარში დაკრძალეს.

მეოხ გვეყავ, წმინდა მამაო!
......................

ხატის წყარო

ბეჭდვა
1კ1