ღირსი პუპლი მეგვიპტელი (IV)
ღირსი პუპლი მეგვიპტელი (IV)
ღირსი პუპლი მეგვიპტელი ეგვიპტის უდაბნოში იმპერატორ იულიანე განდგომილის ზეობისას იღვწოდა.

სპარსეთს ლაშქრობის წინ გზის დასაზვერად იმპერატორმა გრძნეული გაგზავნა. ღირსმა პუპლიმ სულიწმიდით შეიტყო ამის შესახებ და ლოცვად დადგა.

იმპერიის უცნობილესი გრძნეული ათი დღის მანძილზე ელოდა, როდის დაასრულებდა ღირსი მამა ლოცვას, ბოლოს კი იმპერატორს თავისი მარცხის ამბავი ამცნო.

იმედგაცრუებულმა და გამძვინვარებულმა იულიანემ ფიცი დადო, რომ წმინდა მამაზე შურს სპარსეთიდან მობრუნების შემდგომ იძიებდა, მაგრამ ვეღარ მოასწრო - ამ ლაშქრობას თავად ემსხვერპლა.

იულიანეს ერთ-ერთმა მხედართმთავარმა რაც კი ებადა, ღატაკთ უწყალობა, შემდეგ ნეტარ პუპლს მიაკითხა და ანგელოზებრივი ხარისხით მის წმინდა ხელთაგან შეიმოსა.

ბეჭდვა
1კ1