ღირსი ტიტე საკვირველმოქმედი (IX) - 02 (15) აპრილი
ღირსი ტიტე საკვირველმოქმედი (IX) - 02 (15) აპრილი
ღირსი ტიტე, დაბადებისთანავე უფალს შეწირული, კონსტანტინოპოლის მახლობელ მონასტერში, სავარაუდოდ, - ხატმებრძოლობის ეპოქაში შემონაზვნდა.

სიკეთით აღვსილი ეს მოღვაწე თავისი ქველი საქმეებით, მორჩილებით და სიმდაბლით მალე არა მხოლოდ სავანის, თავისი დროის მონაზვნებსაც კი აღემატა, გარკვეული ხნის შემდგომ კი - სავანის იღუმენადაც იკურთხა, მისი გული კი, აღვსილი ქრისტესმიერი სიხარულით, ყველას უზიარებდა.

ანგელოზებრივი სიწმინდის გამო ტიტეს ღვთისგან სასწაულქმედების მადლი ებოძა.

ღირსმა მამამ მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს, თავისი წმინდა ცხოვრება კი - სულიერ შვილებს, ვით ცოცხალი ხატი, ყველაზე დიდ განძად დაუტოვა.

ბეჭდვა
1კ1