ხსენება ბერისა, რომელიც არავის განიკითხავდა - 30 მარტი (12 აპრილი)
ხსენება ბერისა, რომელიც არავის განიკითხავდა - 30 მარტი (12 აპრილი)
30 მარტს (12 აპრილი) აღესრულება ხსენება ბერისა, რომელიც ცხონდა იმიტომ, რომ არავის განიკითხავდა. მის შესახებ მოგვითხრობს ანასტასი სინელი. ბერმა მთელი ცხოვრება მონასტერში ისე გაატარა, რომ დიდად არ უზრუნია სულის ცხონებისათვის. მუდმივად მოცალეობდა. ერთხელაც დასნეულდა და უკვე სიკვდილის მოახლოებას გრძნობდა. ბერი არც სასიკვდილო სარეცელზე მწოლი ჩანდა მონანული, აღსასრულს თითქოს სიხარულითაც კი ეგებებოდა, მის კელიაში შეკრებილმა ძმებმა გაოცებულებმა უთხრეს:

- მთელი ცხოვრება გულხელდაკრეფილმა გაატარე, სიკვდილის წინაც მხიარული და უდარდელი ხარ. აგვიხსენი, რა ხდება ჩვენს თავს, რომ ჩვენც ვადიდოთ უფალი შენთან ერთად.

ბერმა სარეცლიდან წამოიწია და მონასტრის საძმოს უთხრა:

"მართალს ბრძანებთ, მე დაუფიქრებლად გავატარე მთელი ცხოვრება, ახლა სასიკვდილო სარეცელზე მწოლიარეს ანგელოზები მეწვივნენ და მაჩვენეს ფურცელი, რომელზეც ჩემი ცოდვები იყო აღნუსხული. მკითხეს, ვიცოდი თუ არა ეს. მე ვუპასუხე რომ ვიცოდი, ჩემი ცოდვების შესახებ. ისიც დავძინე, რომ მას შემდეგ რაც ბერად აღვიკვეცე არავინ განმიკითხავს და არავიზე გავრისხებულვარ, ამიტომ შევთხოვ უფალს, რომ მისი სიტყვები "ნუ განსჯით, რათა არ განისაჯოთ (მთ.7.1). თუ მიუტევებთ ადამიანებს მათ შეცოდებებს, თქვენც მოგიტევებთ მამა თქვენი ზეციერი (მთ. 6.14)." აღსრულდეს ჩემზე. ეს ვთქვი თუ არა, ანგელოზებმა მაშინვე დახიეს ფურცელი, რომელზეც ჩემი ცოდვები იყო აღნუსხული".

ეს თქვა და ბერმა სული მიაბარა შემოქმედს.

ხატის წყარო

ბეჭდვა
1კ1