ღირსი იოანე მდუმარე (+558) - 30 მარტი (12 აპრილი)
ღირსი იოანე მდუმარე (+558) - 30 მარტი (12 აპრილი)
ღირსი იოანე VI საუკუნის წმინდანია. მდუმარეს უწოდებენ იმიტომ, რომ სიცოცხლის ბოლო წლები მდუმარებაში გაატარა. იოანე ქალაქ კოლონიის ეპისკოპოსი იყო. ქალაქის მმართველისაგან შევიწროებულ მღვდელმთავარს კათედრა წაართვეს. ღირსი მამა წმინდა საბა განწმენდილის მონასტერში წავიდა, სადაც მდუმარებით, მარხვით და დაყუდებული ცხოვრებით მოღვაწეობდა სიცოცხლის ბოლომდე. ღირსი იოანე მიიცვალა 104 წლის ასაკში.

ხატის წყარო
ბეჭდვა
1კ1