მარკოზ და იოანე ფსკოვპეჩორელები (XV) - 29 მარტი (11 აპრილი)
მარკოზ და იოანე ფსკოვპეჩორელები (XV) - 29 მარტი (11 აპრილი)
მარკოზი ითვლება ფსკოვ-პეჩორის ლავრის ერთ-ერთ პირველ ბერად. ის ცხოვრობდა XIV საუკუნეში და კიევ-პეჩორის ლავრაში მოღვაწეობდა. ბერმა გადაწყვიტა განმარტოებით ეღვაწა, დატოვა მონასტერი და ფსკოვიდან 15 კილომეტრის დაშორებით, ტყეში დასახლდა. ერთხელ ამ ტყეში მამა-შვილი გამოსულიყო სანადიროდ. მონადირეებს გალობის ხმა ესმათ და საკმევლის სუნი იგრძნეს. მათ გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა ნახეს, რომ შუაგულ ტყეში მსახურებას აღასრულებდა წმინდა მარკოზი სხვა ბერებთან ერთად.

მისი უხრწნელი სხეული დასვენებულია მისი მოღვაწეობის ადგილზე დაარსებულ ფსკოვ-პეჩორის ლავრაში.

წმინდა იონა ცხოვრობდა და მღვდლად მსახურობდა ესტონეთის ქალაქ დერპტში (ახლანდელი ტარტუ). იონას ჰყავდა ოჯახიც. 1470 წელს გერმანელი კათოლიკების დევნას გაექცა და გადასახლდა ფსკოვში. - სმენოდა, რომ მდინარე კამენცის შესართავთან, ტყეში, ღვთისმშობლის მიძინების ხატი გამოეცხადა იქ მყოფთ. წავიდა ამ ტყეში და ნახა მღვიმე წარწერით: "ღვთის მიერ შექმნილი". მღვდელი ოჯახთან ერთად მეზობელ სოფელში დასახლდა და დაიწყო ზრუნვა მღვიმეში უფლის ეკლესიის დასაარსებლად. იონას მეუღლე მძიმედ დასნეულდა, გარდაცვალებამდე ქალი მონაზონის სქემით შეიმოსა და ეწოდა ვასა. დაქვრივებული იონა ბერად შედგა იოანეს სახელით. მღვიმის ახლოს პატარა ხის სახლი აიშენა, რათა იქ ეცხოვრა მონასტრული ტიპიკონით და მიეღო მორჩილები. ფსკოვის სასულიერო იერარქმა უარი უთხრა წმინდა იოანეს მონასტრის დაარსებაზე. მაშინ ბერი ნოვგოროდში ჩავიდა და არქიეპისკოპოს თეოფილეს კურთხევა მიიღო. თეოფილემ აკურთხა ფსკოვის მონასტერი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელზე და 1473 წლის 15 აგვისტოს საზეიმოდ გახსნა. ერთი წლის შემდეგ წმინდა იოანე გარდაიცვალა, მისი სხეული განისვენებს მეუღლისა და წმინდა მარკოზის გვერდით.

ხატის წყარო

* * *

29 მარტს აღესრულება პროტოპრესვიტერ მიქაელ ვიქტოროვის (+1933) ხსენება

ბეჭდვა
1კ1