მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის, წმინდა ტიხონის გარდაცვალების დღე (+1925) - 25 მარტი (7 აპრილი)
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის, წმინდა ტიხონის გარდაცვალების დღე (+1925) - 25 მარტი (7 აპრილი)
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის წმინდა ტიხონის ხსენება აღინიშნება ორჯერ 25 მარტს და 26 სექტემბერს. ძველი სტილით 25 მარტი (ახალი სტილით 6-7 აპრილს) მისი გარდაცვალების დღეა, ხოლო 26 სექტემბერი (ახალი სტილით 9 ოქტომბერი) წმინდანად შერაცხვის დღე.

1917 წლის 5 ნოემბერს სრულიად რუსეთის ადგილობრივმა კრებამ, აღადგინა პატრიარქობა, წმინდა ტიხონი აირჩიეს რუსეთის ეკლესიის მესაჭედ. ინტრონიზაცია კრემლის მიძინების ტაძარში აღესრულა 21 ნოემბერს. ის გახლდათ უმნიშვნელოვანესი მოვლენა რუსეთის ეკლესიის ისტორიაში.

პატრიარქი ტიხონი, ერისკაცობაში - ვასილი, 1865 წლის 19 იანვარს დაიბადა ფსკოვის გუბერნიაში, ტროპეცკის მაზრაში მღვდლის, იოანე ბელავინის ოჯახში.

ტროპეცკის სასულიერო სასწავლებლის კურსდამთავრებულმა ფსკოვის სასულიერო სემინარიაში ჩააბარა. მისი დასრულების შემდეგ სწავლა განაგრძო სანქტ-პეტერბურგის სასულიერო აკადემიაში, რომელიც 1888 წელს დაამთავრა წარმატებით. სამი წლის განმავლობაში ასწავლიდა დოგმატურ ღვთისმეტყველებასა და ფრანგულ ენას ფსკოვის სასულიერო სემინარიაში. 1891 წელს ახალგაზრდა მასწავლებელი ბერად აღიკვეცა წმინდა ტიხონ ზადონელის სახელზე. ერთი წლის შემდეგ ბერი ტიხონი არქიმანდრიტის ხარისხში დაინიშნა ხოლმის სასულიერო სემინარიის რექტორად. 1894 წლიდან წმინდა ტიხონი ყაზანის სასულიერო აკადემიის რექტორი გახდა. 1898 წლიდან ეპისკოპოსად იქნა დადგენილი. წმინდა მამა ფრიად დაშვრა მართლმადიდებლური სარწმუნოების განსამტკიცებლად ამერიკაში, სადაც მას დღემდე მართლმადიდებლობის მოციქულს უწოდებენ. მღვდელმთავარი ტიხონი 1905 წელს მთავარეპისკოპოსის ხარისხში იქნა აყვანილი და 1907 წლი-დან იაროსლავის, 1913 წლიდან კი ლიტვის (ვილნოს) კათედრაზე გაამწესეს.

1917 წლიდან წმინდანი მოსკოვისა და კოლომნის მთავარეპისკოპოსია (აგვისტოდან - მიტროპოლიტი). 1917 წლის 5 ნოემბერს აღდგა რუსეთის ეკლესიის საპატრიარქო და მისი ტახტი წმინდა ტიხონმა დაიკავა.

ნეტარი ტიხონი საოცრად მშვიდი, კეთილი და გულთბილი ადამიანი იყო, მაგრამ საეკლესიო საქმეებში, განსაკუთრებით კი მტერთა ძალადობისგან ეკლესიის დაცვისას, შეურყეველ სიმტკიცეს იჩენდა. ეკლესიის რღვევის, რასკოლის, ქრისტეს მსახურთა დევნისა და ხოცვა-ჟლეტის წლებში მან შეძლო დაეცვა მართლმადიდებლობის სიწმინდე.

1921 წლის აგვისტოში ვოლგისპირეთში შიმშილობა იყო. პატრიარქმა მორწმუნეები აკურთხა, დამშეულთა დასახმარებლად შეეგროვებინათ ძვირფასი ნივთები, რომელთაც საეკლესიო დანიშნულება არ გააჩნდათ. ამ მოწოდების პასუხად 1922 წლის თებერვალში საბჭოთა ხელისუფლებამ დაადგინა, ტაძრებიდან ყოველგვარი საეკლესიო ფასეულობა გაეტანათ.
ნეტარმა ტიხონმა ხმა აიმაღლა ამგვარი ძალადობის წინააღმდეგ, რაც საბოტაჟად შეფასდა და ეკლესიის წინამძღვარი დააპატიმრეს. 1922 წლის აპრილიდან 1923 წლის ივნისამდე მწყემსმთავარი საპყრობილეში იმყოფებოდა. გათავისუფლების შემდეგ კი, 1923 წლის 26 ივნისს, დაიბრუნა სამღვდელმთავრო ტახტი. პატრიარქი ტიხონი მოულოდნელად გარდაიცვალა 1925 წლის 25 მარტს ღამის 12 საათზე ოსტოჟენკის საავადმყოფოში. 1989 წლის 26 სექტემბერს იგი წმინდანად შერაცხეს. 1992 წლის 19 თებერვალს კი მოხდა მისი უხრწნელი ნაწილების აღმოყვანება.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.03.2024
წმინდა ათანასეს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია იხსენიებს 01 იანვარს (გარდაცვალების დღეს);
28.03.2024
1 (14 იანვარს), დიუსელდორფის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძრის მართლმადიდებლური მრევლი აღნიშნავს წმიდა ბერის კლარუს სელიგენშტადტელის ხსენებას.
28.03.2024
წმინდანი დაიბადა პატარა სოფელში, რომელსაც ახლა უწოდებენ სენ-კლერ-დიუ-რონს (Saint-Clair-du-Rhone), ისერში (Isère),ვენის სამხრეთით, საფრანგეთში.
28.03.2024
ღირსი კუან ირლანდიელი (მოკუა, მონკანი, მონკაინი, კლაუნი; ირლანდიური. Cuan, Mochua, Moncan, Moncain, Claunus) ცხოვრობდა მე-6 საუკუნის ირლანდიაში.
28.03.2024
ღირსი მამა წარმოშობით ბრეტანიდან იყო. ის შესაძლოა წმინდანების კადფანის და ჰივინუსის ბიძაშვილი იყო. მალრისი გადავიდა ბრიტანეთში,
26.03.2024
მცირე აზიაში, ბითინიაში, პრუსას (დღევანდელი ბურსა) სიახლოვეს მდებარეობდა ქალაქი ტრიგლია (დღევანდელი ზეიტინბაღი), რომელიც ბიზანტიურ ეპოქაში ცნობილი იყო თავისი მონასტრებით, ესენია:
26.03.2024
წმ. ევგენდი გახლდათ კონდატის (იურას) მონასტრის მეოთხე აბატი, დაიბადა დაახლოებით 449 წელს იზერნორში, აინში, ფრანშ-კონტეში;
26.03.2024
თავის წიგნში "ინგლისელი ხალხის საეკლესიო ისტორიაში" წმინდა ბედა წერდა:
31.01.2024
სენაკი, სამეგრელოს ერთ-ერთი გამორჩეული ქალაქი თავისი ტრადიციებით, საუკეთესო წარმომადგენლებით, განათლებით, კულტურით,
30.11.2023
ქართული ეკლესია წელს, 2 ნოემბერს, პირველად აღნიშნავს წმინდა გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საქართველოს ეკლესია სამოციქულოა. გადმოცემის მიხედვით, სულთმოფენობის შემდგომ, როცა მოციქულებმა წილი ჰყარეს და სხვადასხვა ქვეყანაში წავიდნენ საქადაგებლად, საქართველო ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ერგო

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler