წმინდა მამა იუსტინე პოპოვიჩი (+1979) - 25 მარტი (7 აპრილი)
წმინდა მამა იუსტინე პოპოვიჩი (+1979) - 25 მარტი (7 აპრილი)
მამა იუსტინე პოპოვიჩი დაიბადა 1894 წელს ხარება დღეს სერბეთის უძველეს ქალაქ ვრანეში. პაპამისი ალექსი პოპოვიჩების კეთილშობილ საგვარეულოში რიგით მეცამეტე მღვდელი იყო. ბლაგოემ (ასე ერქვა მამა იუსტინეს ბერად აღკვეცამდე) წარმატებით დაამთავრა გიმნაზია და სწავლა ბელგრადის წმ. საბას სახელობის საღვთისმეტყველო სასწავლებელში გააგრძელა. 1914 წელს, სემინარიის დამთავრებისთანავე ბლაგოემ ბერად აღკვეცა გადაწყვიტა, მაგრამ იწყება I მსოფლიო ომი და მას ფრონტზე აგზავნიან სამედიცინო ნაწილში, სადაც იგი ორი წლის განმავლობაში სანიტრობდა და თავად იყო მოწმე ომის ჭირ-ვარამისა. 1916 წელს მამა იუსტინე უკვე ბერია. იმავე წელს იგი მიემგზავრება პეტერბურგში და სასულიერო აკადემიის სტუდენტი ხდება. რევოლუციის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე მამა იუსტინე ახერხებს ინგლისში მოხვედრას და ოქსფორ¬დის თეოლოგიურ კოლეჯში აგრძელებს სწავლას. სამი წლის განმავლობაში მან მთელი ინგლისი შემოიარა და სხვადასხვა უნივერსიტეტებში მოისმინა ცნობილი პროფესორების ლექციები ფილოსოფიასა და თეოლოგიაში. ამ დროს იგი უკვე სრულად ფლობს ძველბერძნულს, ლათინურს და ოთხ ევროპულ ენას.

1919 წელს წერს სადიპლომო ნაშრომს დოსტოევსკის შემოქმედების შესახებ, სადაც მძაფრად აკრიტიკებს დასავლურ ჰუმანიზმს და ანთროპოცენტრიზმს, ასევე კა¬თოლიციზმს. ინგლისელი პროფესორები მისგან ითხოვენ უარის თქმას ამგვარ შეხედულებებზე, რაზეც მტკიცე უარს ღებულობენ და მამა იუსტინე ოქსფორდს უდიპლომოდ ტოვებს.

1919-1921 წლებში იგი უკვე ათენის უნივერსიტეტის თეოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტია. მისი სადოქტორო დისერტაციის თემაა: "წმ. მაკარი ეგვიპტელის მოძღვრება ადამიანის პიროვნებისა და მისი შემეცნების საიდუმლოს შესახებ". 1921 წელს იგი ბრუნდება სამშობლოში და ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას ბელგრადში, მოგვიანებით კი ქალაქ კარლოვცის სემინარიაში. აქ ის უახლოვდება რუსეთის საზღვარგარეთის ეკლესიის დევნილ იერარქებს, რომელთა მიმართაც სიყვარულსა და ერთგულებას სიცოცხლის ბოლომდე ინახავს. აქვე იწერება მისი შრომა "წმინდა ისააკ ასურის გნოსეოლოგია".

XX საუკუნის 20-იან წლებში მამა იუსტინე მეგობრებთან, უმთავრესად ოქსფორდის მოწაფეებთან ერთად იწყებს ჟურნალ "ქრისტიანული ცხოვრების" გამოცემას, რომელშიც ბავშვობის ასაკიდან სიმართლისმოყვარე, ახლა კი უკვე წმინდა მამებისეული საღვთისმეტყველო ცოდნით აღჭურვილი მოღვაწე-მონაზონი იუსტინე, მისი საყვარელი წმინდანების - იოანე ოქროპირისა და სტუდიელი ბერების მსგავსად ღიად გამოთქვამდა საკუთარ, ზოგჯერ საკმაოდ მწვავე და კრიტიკულ აზრს, როგორც ეკლესიაში მიმდინარე მოვლენების, ასევე ცალკეული საეკლესიო ორგანოებისა თუ პიროვნების შესახებ. მაგალითად, იგი არ ეთანხმებოდა სერბეთის ეკლესიის მღვდელმთავრთა კრებების ზოგიერთ რეფორმატორულ გადაწყვეტილებას, მიღებულთ იმჟამინდელი კონსტანტინოპოლელი პატრიარქების მიერ და მათ მიერვე მოწ¬ვეულ "სრულიად მართლმადიდებელთა კონგრესებს", მიანიშნებდა იმ უდიდეს საფრთხეზე, რომელსაც პაპისტური და უნიატური პროპაგანდა უქადდა მართლმადიდებელ ეკლესიას.

ეკლესიისთვის მტკივნეული საკითხების განხილვისა და შეფასებისას ჟურნალის რედაქტორის, მღვდელ-მონაზონ იუსტინეს, წერილებში გაისმოდა არა მხოლოდ "კრიტიკა" (რაშიც მას შემდგომში ზოგიერთი არაკეთილმოსურნე ადანაშაულებდა), არამედ ეს იყო უმთავრესად მართლმადიდებლური შეფასება იმ დროისა და მოვლენებისა, რომელშიც მას უწევდა ცხოვრება და მოღვაწეობა. იყო ძმური და მამაშვილური გაფრთხილებები, იყო თხოვნა-მუდარა, იყო მხარდაჭერაც, შექებაც, როცა ამას საჭიროება მოითხოვდა. იმდროინდელ პუბლიკაციებს დღემდე არ დაუკარგავთ აქტუალობა, რამეთუ განმსჭვალული არიან წმინდა მამებისეული თავისუფალი სულით, ქრისტეს ეკლესიის სიყვარულითა და ადამიანთა ხსნის დიდი სურვილით. "ადვილია იყო კათოლიკე-პაპისტი, - წერდა მამა იუსტინე, - მაშინ კიდევ უფრო ადვილია იყო პროტესტანტი, მაგრამ ძნელია, ძალიან ძნელია იყო მართლმადიდებელი, რამეთუ იყო მართმადიდებელი ნიშნავს იყო განუწყვეტელ ღვაწლში ადამიანიდან ღმერთკაცობრივ სიმაღლისკენ მიმავალ გზაზე..."

მაგრამ ეკლესიის ზოგიერთ მსახურს (მაღალჩინოსანთა ჩათვლით) მისი საქმიანობა სულ უფრო აღიზიანებდა. გახშირდა უკმაყოფილო ხმები "ქრისტიანული ცხოვრების" და მისი რედაქტორის მისამართით. აი, რას წერდა მამა იუსტინე იმ პერიოდში: "ბევრი მკითხველისთვის სიხარულისა და კურთხევის მომტანი "ქრისტიანული ცხოვრება" ზოგიერთისათვის ლანძღვის ობიექტად იქცა. მაგრამ, რომ არა ეს უკანასკნელნი, "ქრისტიანული ცხოვრება" არ იქნებოდა ქრისტიანული, იმიტომ, რომ რაც ქრისტიანულია - "დაბრკოლების საგანია". "ქრისტიანულმა ცხოვრებამ" იცის რაც სურს. ხოლო სურს მას ის, რაც სურს წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიას. ამიტომაა, რომ მან შეაშფოთა ისინი, ვისი სურვილებიც, თუნდ ნაწილობრივ, მაგრამ მაინც სხვაგვარია... მართლმადიდებელი ეკლესია იმდენად წმინდა, ზებუნებრივი და მადლმოსილია, რომ ყოველივე ეკლესიურს "შიშითა ღვთისათა და სარწმუნოებით" უნდა მივეახლოთ, რამეთუ თავად ქრისტე მაცხოვარს მივეახლებით... ჩვენ ვქადაგებთ არა საკუთარ თავს, არამედ უფალ იესო ქრისტეს წმინდა მამების მეშვეობით. ამიტომაა, რომ "ქრისტიანული ცხოვრება" ვერ შეიყვარეს მათ, ვინც საკუთარ თავს ქადაგებს, ვინც ცდილობს მიიტაცოს წმინდა მამების ადგილი, ვინც მარადის ქედს უხრის დროის სულს. ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ ეკლესიაში ყველაზე კარგად წმინდა მამები აზროვნებენ, რამეთუ ისინი აზროვნებენ სულიწმიდით... არიან ისეთებიც, რომლებიც ეკლესიაში რეფორმებისკენ მოუწოდებენ და ვერ ხვდებიან, თუ რა დამღუპველია მართლმადიდებელი ეკლესიისთვის დროის სულისკვეთების შესაბამისი ცვლილება... რეფორმების იმედზე ის ადამიანია, რომელიც განუდგა ჩვენს შეუცვლელ წმინდა მამებს და მოღვაწეებს, ვინც დაავადდა ზედაპირული დასავლური რეფორმიზმით, ვინც დაივიწყა მცნება: "და ნუ თანახატ ექმნებით სოფელსა ამას, არამედ შეიცვალენით განახლებითა მით გონებისა თქუნისაითა, რაითა გამოიცადოთ თქუენ, რაი იგი არს ნებაი ღმერთისაი: კეთილი, სათნო და სრული" (რომ 12.2).

ასეთი შეუვალი პოზიციის გამო მამა იუსტინეს უსიამოვნებები ელოდა. ერთხელ რამდენიმე ცნობილმა ეპისკოპოსმა წმინდა სინოდის სასამართლოზე მისი წარდგენაც კი მოინდომა, რადგან მის სტატიებში მხილების ობიექტში საკუთარი თავი შეიცნო. მაგრამ პატრიარქმა დიმიტრიმ თავს იდო მამა იუსტინეს დაცვა, განუცხადა იერარქებს, რომ ყოველივე, რაც დაიწერა მის სტატიებში, სიმართლეა და მამა იუსტინე სასამართლოსაგან გაათავისუფლა. უნდა აღინიშნოს, რომ პატრიარქ დიმიტრის მეტად უყვარდა მღვდელ-მონაზონი იუსტინე და აფასებდა მას. ერთხელ, თურმე, უხმო და სიყვარულით უთხრა: "იცი, შვილო, შენ კარგი მონაზონი ხარ და ყველაფერი რიგზეა, მაგრამ ცოტა ნაკლები უნდა წერო, რადგან შენი კალამი ძალიან მახვილია და ზოგიერთები ამაზე ბრაზდებიან".

მაგრამ პატრიარქ დიმიტრის კეთილგანწყობას, ცხადია, არ შეეძლო ხელი შეეშალა იმისთვის, რომ ქრისტეს კიდევ ერთი ერთგული მსახურის ცხოვრებაში ასრულებულიყო საოცარი სიტყვები: "სიმართლე ამ სოფლად ტანჯვითა და მწუხარებით დააბიჯებს". მოციქულთა დროიდან დღემდე უფლისკენ ვიწრო გზით მავალ ყველა ადამიანს ხელის შემშლელი და მოწინააღმდეგე ყოველთვის მრავლად ჰყოლია. ღვთიური სიკეთე შეაურვებს და მოწყლავს ყველას, ვინც მზად არ არის მსხვერპლი გაიღოს მისთვის. ამიტომ ღვთისათვის მოშურნე ყველა ადამიანის ხვედრია ჯერ გარშემომყოფთა წინააღმდეგობა და ბოლოს დევნა. ასე მოხდა მამა იუსტინეს ცხოვრებაშიც. სულ მალე ის ფორმალურად "გადაიყვანეს", სინამდვილეში კი განდევნეს პრიზრენში. ამით მიღწეულ იქნა მამა იუსტინეს არაკეთილმოსურნეთა უმთავრესი მიზანი, - პრიზრენში პირობების არარსებობის გამო შეწყდა ჟურნალ "ქრისტიანული ცხოვრების" გამოცემა. "ადამიანი ადამიანს დევნის, მატლი - მატლს, - წერდა მამა იუსტინე მაშინ, - რა არის ამაში საგანგაშო? არაფერი". იგი არც ჟურნალის დახურვის გამო მწუხარებდა, თუმცა დარწმუნებული იყო საკუთარი მართლმადიდებლური პოზიციის დაცვის აუცილებლობაში: "მე ვალდებული ვარ, დავიცვა გზა, რომელზეც ვდგავარ, რადგან ეს არა ჩემი, არამედ ქრისტეს გზაა. მან გაგვიკვალა და უვნებელყო იგი. ესე პირველი და ერთადერთი გზაა დედამიწის აყროლებული უფსკრულიდან კეთილსურნელოვანი მწვერვალების ზეცისაკენ. ყველა სხვა გზა გამოუვალ საშინელებათა რგოლად იკვრება. ქრისტეს გზა სულიწმიდჲთაა დაცული მართლმადიდე¬ბელ ეკლესიაში წმინდა მამების მიერ... თუ მე ვარ იონა სერბეთის ეკლესიის ხომალდზე, მაშ, გადამაგდეთ ზღვაში, ოღონდ ჩადგეს ქარიშხალი, ოღონდ გადარჩეს ხომალდი. მე კი, შესაძლოა, რომელიმე სტუმართმოყვარე ვეშაპი შემიფარებს საკუთარ მუცელში და როცა საჭირო იქნება, ნაპირზე გადამისვრის... უფლისათვის დათმენილი მწუხარება უდიდესი მადლია. რაც უფრო მეტი განსაცდელი ებრძვის ჩემს რწმენას, მით უფრო ღრმად იძირება იგი ჩემს გულში. მწუხარება ქრისტიანისათვის განწმენდაა, სულის გაზაფხულია, განახლება, გაახალგაზრდავება... მართლმადიდებლობისათვის ბრძოლაში კაცთმოთნე არასოდეს ვყოფილვარ, რადგან ყველაფერთან ერთად ადამიანთა გულის მოგებაზეც რომ მეფიქრა, ქრისტეს უკანასკნელი მსახურიც არ ვიქნებოდი.
განუწყვეტლივ ვრწმუნდები, რომ მხოლოდ წმინდა მამებისეული აზრთა წყობის შეთვისებითაა და მართლმადიდებლობის მოღვაწეობრივი გაგებით არის შესაძლებელი ჩვენი მკვდარი, პარალიზებული ეკლესიური გრძნობის გაცოცხლება"...

1929 წელს კარლოვაცის სასულიერო სემინარიის რექტორის გარდაცვალების შემდეგ, წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, მამა იუსტინე რექტორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა. შემდგომში ის იხსენებდა, რომ თავადაც სურდა სემინარიის რექტორობა, მაგრამ არა პატივის და დიდების მოყვარეობისთვის, არამედ რათა უკეთ მოეხდინა მომავალ ღვთისმეტყველთა ცხოვრების და შრომის ორგანიზება სერბეთის ეკლესიის სასიკეთოდ. მაგრამ სულ რამდენიმე თვეში სემინარიის რექტორად დანიშნულ იქნა ქალთა გიმნაზიის პროფესორი ბელგრადიდან, საკუთარი აზრებითა და შეხედულებებით მამა იუსტინესა და სემინარიის პედაგოგთა უმრავლესობისაგან სრულიად განსხვავებული პიროვნება. მთელ რიგ საკითხებში მართლმადიდებლებსა და ჩინოვნიკ რექტორს შორის არსებული უთანხმოებანი სემინარიის სტუდენტთა ორ ჯგუფად გაყოფის მიზეზი გახდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ ახალმა რექტორმა მამა იუსტინეს ერთგული მოსწავლეების სემინარიიდან განდევნა დაიწყო. ძლიერთა ამა ქვეყნისათა კონფლიქტში რექტორის მხარე დაიჭირეს, მამა იუსტინე ახლა უკვე კარლოვაცის სემინარიიდან გააძევეს.

1930 წელს მას აგზავნიან ჩეხოსლოვაკიასა და დასავლეთ უკრაინაში, სადაც ის დაუღალავად იბრძვის უნიათობის გავრცელების წინააღმდეგ. აქ მას არწმუნებენ რომ, ეპისკოპოსად უნდა ეკურთხოს, მაგრამ იგი უარს ამბობს ამ პატივზე და სერბეთში ბრუნდება. 1935 წელს იგი გამოსცემს თავის სახელგანთქმულ ნაშრომს "დოგმატიკა". მამა იუსტინეს კალამს ეკუთვნის მრავალრიცხოვანი ჰიმნოგრაფიული საგალობლები, "წმინდანთა ცხოვრების" 12 ტომი, რომელიც პირველად ითარგმნა სერბულად, მრავალი თეოლოგიური ტრაქტატი.

მონასტრის ნეტარ მყუდროებას სიყრმიდან დანატრებული, მაგრამ ღვთის განგებით ამასოფელში მოციქულებრივი ღვაწლის მტვირთველი მამა იუსტინე გრძნობს და ძლიერ განიცდის აურაცხელი შფოთით აღსავსე თავისი დროის ტრაგიზმს. აი, რას წერდა იგი სკოლის მეგობარს ომის დაწყებამდე რამდენიმე ხნით ადრე: "აქ, ბელგრადში, თავს ვგრძნობ, როგორც იონა ვეშაპის მუცელში. სრულებით არ არის მარადისობის ჰაერი. სულის ფილტვები ლამისაა დაშრიტოს. ვიღაცის ხელები გავარვარებულ ნაკვერჩხლებს აყრიან ქრისტეს ქორფა ყლორტებს ყველასაგან დატევებულ უფლის ვენახში. ამის მხილველი წმინდა საბა ზეცას ტირილით შეძრავს. ჩვენ კი უფრო მეტად ვტირით, რამეთუ მიწაზე ვცხოვრობთ... უფალმა მოგვმადლა ყველაზე ძლიერი იარაღი - ლოცვა. აი, რა გვჭირდება დღეს ისე, როგორც არასდროს".

გერმანული ოკუპაციის წლებში (1941-45) დაიხურა ბელგრადის უნივერსიტეტი, სადაც მამა იუსტინე ლექციებს კითხულობდა. იგი თავს აფარებს სხვადასხავა მონასტერს, სადაც წმინდა მამების ცხოვრებისა და ნაშრომების თარგმნითაა დაკავებული. 1944 წელს იუგოსლავიის არმიის გენერალი დრაგოლიუბ მიხაილოვიჩი თხოვნით მიმართავს მამა იუსტინეს წერილობით გადმოსცეს მართლმადიდებლური შეხედულება მთავრობისა და ეკლესიის ურთიერთობაზე.

"ჯერ არს მორჩილება ღვთისა და არა კაცთა" (საქმე 5.29) ამ კეთილ უწყებაში გადმოცემულია არსი ეკლესიის ყველა კანონისა და დოგმატისა, - წერდა მამა იუსტინე, საერო ხელისუფლებას უნდა დავემორჩილოთ მანამ, სანამ ის საღმრთო წესრიგის მცველია ამქვეყნად, სანამ ის ღვთის მსახურია და ცხოვრებაშიც, როგორც ღმერთის მსახური, ისე იქცევა... მაგრამ თუ ხელისუფლება განუდგება ღმერთს და მოქმედებას იწყებს ღვთის საწინააღმდეგოდ, მაშინ ის თვით ძალადობის განსახორციე¬ლებლად იქცევა და ეს ხელისუფლება არის უკვე არა ღვთისაგან, არამედ ეშმაკისაგან..."

1945 წელს, ხელისუფლებაში კომუნისტების მოსვლის შემდეგ, მამა იუსტინეს ხმას უვრცელებენ, თითქოს ის ჭკუიდან შეიშალა, უნივერსიტეტიდან ათავისუფლებენ და აპატიმრებენ. 1946 წლამდე იგი ბელგრადის ციხეშია. მას, როგორც ხალხის მტერს, დახვრეტას უპირებენ, რისგანაც პატრიარქი გაბრიელი იხსნის. პატიმრობიდან გათავისუფლებული თავშესაფარს ხან ერთ, ხან მეორე მონასტერში პოულობს მხოლოდ მცირე ხნით, რადგან ვერავინ ბედავს დევნილი არქიმანდრიტის თავისთან დიდი ხნით გაჩერებას. ბოლოს, 1948 წლიდან იღუმენია სარას მიწვევით არქიმანდრიტი იუსტინე სახლდება ჩელიეს მონასტერში. ამ მონასტერში წმინდა მამა გარდაცვალებამდე გამოუსვლელად ცხოვრობდა. ეს იყო იძულებითი შინაპატიმრობა, რომელიც მას სტალინის მეგობრის ბროსტიტოს (კომუნისტური იუგოსლავიის ხელმძღვანელი) ბრძანებით მიუსაჯეს იმის გამო, რომ იგი უშიშრად ამხილებდა უღმერთო ხელისუფლებას. მას მიმოწერაც კი ჰქონდა აკრძალული და მუდმივად პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებოდა.

1970 წელს, მას შემდეგ. რაც სერბეთის პატრიარქმა საჯაროდ განაცხადა - სერბეთის ეკლესია ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს ორგანული ნაწილიაო, არქიმანდრიტმა იუსტინემ შეწყვიტა მისი მოხსენიება და არც აღუდგენია მასთან კავშირი. "სერბეთის ეკლესიის სინდისი", "ახალი პალამა" (ასე უწოდებენ მამა იუსტინეს) გარდაიცვალა 1979 წელს. ოცდაათი წელი გაატარა მან ტყვეობაში, მაგრამ იმავდროულად ეს იყო ნაყოფიერი სულიერი ცხოვრების წლები. მამა იუსტინე არასოდეს გრძნობდა თავს მარტოობაში, იგი გონებითა და გულით ყველა დროის ყველა წმინდანთან იყო. "რა არის "წმინდანთა ცხოვრება?" - წერდა მამა იუსტინე, - ცხოვრებაში გატარებული დოგმატები. რა არის დოგმატები? განხორციელებული "წმინდანთა ცხოვრება".

90-იანი წლების დასაწყისში სერბეთის საპატრიარქომ მამა იუსტინე წმინდანად შერაცხა. ჭეშმარიტად განცხადდა მაცხოვრის სიტყვები: "ვაი თქვენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ აშენებთ საფლავთა წინასწარმეტყველთასა და შეამკობთ სამარებსა მართალთასა, და იტყვით: უკუეთუმცა ვიყვნეთ დღეთა მათ მამათა ჩვენთასა, არამცა ვიყვენით მათ თანა ზიარ სისხლსა მას წინასწარმეტყველთასა" (მათე 23,29-30).

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.03.2024
წმინდა ათანასეს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია იხსენიებს 01 იანვარს (გარდაცვალების დღეს);
28.03.2024
1 (14 იანვარს), დიუსელდორფის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძრის მართლმადიდებლური მრევლი აღნიშნავს წმიდა ბერის კლარუს სელიგენშტადტელის ხსენებას.
28.03.2024
წმინდანი დაიბადა პატარა სოფელში, რომელსაც ახლა უწოდებენ სენ-კლერ-დიუ-რონს (Saint-Clair-du-Rhone), ისერში (Isère),ვენის სამხრეთით, საფრანგეთში.
28.03.2024
ღირსი კუან ირლანდიელი (მოკუა, მონკანი, მონკაინი, კლაუნი; ირლანდიური. Cuan, Mochua, Moncan, Moncain, Claunus) ცხოვრობდა მე-6 საუკუნის ირლანდიაში.
28.03.2024
ღირსი მამა წარმოშობით ბრეტანიდან იყო. ის შესაძლოა წმინდანების კადფანის და ჰივინუსის ბიძაშვილი იყო. მალრისი გადავიდა ბრიტანეთში,
26.03.2024
მცირე აზიაში, ბითინიაში, პრუსას (დღევანდელი ბურსა) სიახლოვეს მდებარეობდა ქალაქი ტრიგლია (დღევანდელი ზეიტინბაღი), რომელიც ბიზანტიურ ეპოქაში ცნობილი იყო თავისი მონასტრებით, ესენია:
26.03.2024
წმ. ევგენდი გახლდათ კონდატის (იურას) მონასტრის მეოთხე აბატი, დაიბადა დაახლოებით 449 წელს იზერნორში, აინში, ფრანშ-კონტეში;
26.03.2024
თავის წიგნში "ინგლისელი ხალხის საეკლესიო ისტორიაში" წმინდა ბედა წერდა:
31.01.2024
სენაკი, სამეგრელოს ერთ-ერთი გამორჩეული ქალაქი თავისი ტრადიციებით, საუკეთესო წარმომადგენლებით, განათლებით, კულტურით,
30.11.2023
ქართული ეკლესია წელს, 2 ნოემბერს, პირველად აღნიშნავს წმინდა გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ღირსი იოანე კლემაქსი (+649) ეკლესიის მიერ უდიდეს მოღვაწედაა აღიარებული. ის არის ავტორი შესანიშნავი ღვთივსულიერი თხზულებისა "კიბე", ამიტომ ღირს მამას კიბისაღმწერელს უწოდებენ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler