წმინდა მარტინე, ქალაქ ბრაგის ეპისკოპოსი (+579) - 20 მარტი (2 აპრილი)
წმინდა მარტინე, ქალაქ ბრაგის ეპისკოპოსი (+579) - 20 მარტი (2 აპრილი)
წმინდა მარტინე, ისე როგორც მისი ზეციური მფარველი მარტინე ტურელი, პანონიის (ქვეყანა დუნაის აუზში) მკვიდრი იყო. ის სიყმაწვილეში მოსალოცად ავიდა წმინდა მიწაზე, სადაც რამდენიმე წელი გაატარა ბერძნული ენისა და წმინდა მამათა ნაწერების შესასწავლად. დაახლოებით 550 წელს დასავლეთში დაბრუნდა და გალისიაში (ქვეყანა ჩრდილოეთ ესპანეთში) ჩავიდა. შეწუხებულმა დაინახა, რომ ეს მხარე არიანელობით იყო დასნეულებული. მეფის ძე კეთრისაგან წმინდა მარტინე ტურელის საფლავზე დადებული ქსოვილის ნაჭრის შეხებით განიკურნა. მაშინ ღვთისმსახური წარდგა ხალხის წინაშე და ხმამაღლა განაცხადა, - მხოლოდ ჭეშმარიტი რწმენის დამმარხველ ეკლესიაში შეგიძლია იპოვო წმინდა საიდუმლოებათა მადლიო. მისმა მხურვალე ქადაგებებმა მართლმადიდებლობას დაუბრუნა სვევების მართლმადიდებელი ხალხი. მეფის მხარდაჭერით წმინდა მარტინემ მონასტერი დააარსა დუმიოში, გალისიის მაშინდელი დედაქალაქის, ბრაგის რაიონში. რამდენადაც წმინდა მარტინე წარმატებით ავრცელებდა ღვთის სიტყვას, ესპანეთის ეპისკოპოსთა კრებამ წმინდა მარტინეს ეპისკოპოსად ხელნი დაასხა, ხოლო მონასტერი საეპისკოპოსოდ გადააკეთა (567 წ). წმინდა მარტინემ აღმოსავლეთის მონასტრების ტრადიციით განაგრძო მონასტრის წინამძღვრობა. ასევე გააგრძელა მისიონერული მოგზაურობა, უკუაგდო არიოზის მომხრეთა შემოტევები და არ ინდობდა თავს, ხალხში სახარებისეული სიმშვიდის შთაგონებისთვის. წმინდანი ყველაფერში მიემსგავსა მარტინე ტურელს და დაიმსახურა ტიტული ამ მხარის მოციქულისა. წმინდა მარტინე ბრაგის მიტროპოლიტად აირჩიეს და ხელმძღვანელობდა ამ ქალაქში გამართულ მეორე კრებას.

წმინდა მარტინე 579 წლის 20 მარტს გარდაიცვალა.

ბეჭდვა
1კ1