დიდი თავადი როსტისლავი-მიხეილი (+1167) - 14 (27) მარტი
დიდი თავადი როსტისლავი-მიხეილი (+1167) - 14 (27) მარტი
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია მოიხსენიებს კიევის დიდი თავადის მსტისლავ-თეოდორეს (ხსენება 15 აპრილს) მესამე ვაჟს, წმინდა როსტისლავს, რომელიც სიყრმიდანვე სიმამაცით და უფროსებისადმი მორჩილებით გამოირჩეოდა. როცა დიდი თავადი გახდა, ცდილობდა მშვიდობა და სამართლიანობა მოეტანა რუსული მიწისთვის. როსტისლავი მთელი გულით ისწრაფოდა მონაზვნობისკენ და მოსაგრეობდა. მმართველობისას ხშირად რჩევებს ეკითხებოდა მონაზვნებს, განსაკუთრებით დაახლოებული იყო კიევის მღვიმის მონაზონთან წმინდა პოლიკარპესთან (24 ივლისი), ლავრაში მას საკუთარი კელიაც ჰქონდა, სადაც დროდადრო განმარტოვდებოდა ხოლმე. 1167 წელს როსტისლავი სმოლენსკში სნეულებისგან გარდაიცვალა. კიევამდე ჩასვლა და სქემის შემოსვა ვეღარ მოასწრო.

ხატის წყარო

ბეჭდვა
1კ1