წმინდა თეოგნოსტე, კიევისა და სრულიად რუსეთის მიტროპოლიტი (+1353) - 14 (27) მარტი
წმინდა თეოგნოსტე, კიევისა და სრულიად რუსეთის მიტროპოლიტი (+1353) - 14 (27) მარტი
კონსტანტინოპოლელმა ბერძენმა წმინდა თეოგნოსტემ სიყმაწვილეშივე ღრმად შეიმეცნა ღვთის მცნებები და საეკლესიო კანონები. ის იყო კაცი ღვთისმოშიში და ბრძენი. 1327 წელს კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ესაიამ მას ხელი დაასხა კიევის და სრულიად რუსეთის მიტროპოლიტად.

ლიტვის მიტროპოლიტ თეოფილეს გარდაცვალების შემდეგ (1330) ის მთელ რუსეთში ერთადერთი მიტროპოლიტი დარჩა და ეგზარქოსის წოდება მიიღო. 1342 წელს თათრები ეკლესიების დაკეტვით იმუქრებოდნენ, მიტროპოლიტი იძულებული გახდა ხარკი მოეგროვებინა და ურდოში ჩაეტანა. მაშინ თათრებმა მეტი მოისურვეს, მათ მღვდლებისგანაც დააპირეს ხარკის აღება. წმინდანმა განუცხადა ჯანიბეკ-ხანს, რომ მღვდლებისაგან ხარკის აღება არ შეიძლებოდა, რაზეც ის განურისხდა და საშინლად აწამა. როცა გაათავისუფლეს და უფლის მადლიერი უკან დაბრუნდა, ნახა, რომ მოსკოვში ტაძრების მეოთხედი დიდ ხანძარს გაუნადგურებია. ამ განსაცდელში მან გააორმაგა მარხვა და ლოცვა, მისი ბრძანებით აშენდა დიდებული ქვის ტაძრები და შემდეგ ბიზანტიელი მხატვრების მიერ ფრესკებით მოიხატა. მას უყვარდა მონაზვნები და წმინდა სერგი რადონეჟელი აკურთხა წმინდა სამების სახელზე მონასტერი აეგო. როცა ბიზანტიაში ხელთუქმნელ ნათელზე კამათი ატყდა, წმინდა თეოგნოსტემ წმინდა გრიგოლ პალამას მხარი დაუჭირა. ოცდახუთწლიანი სამღვდელმთავრო მოღვაწეობის შემდეგ წმინდა თეოგნოსტე 1353 წელს ჭირის ეპიდემიისას გარდაიცვალა და წმინდა მიტროპოლიტ პეტრეს გვერდით დაკრძალეს. 1471 წელს გახსნეს წმინდა თეოგნოსტეს საფლავი და მისი სხეული უხრწნელი აღმოჩნდა.

ხატის წყარო

ბეჭდვა
1კ1