წმინდა აღმსარებელი ევსქიმონი (IX) - 14 (27) მარტი
წმინდა აღმსარებელი ევსქიმონი (IX) - 14 (27) მარტი
წმინდა ევსქიმონი ეპისკოპოსი ლამფსაკიისა, სიყრმიდანვე ღვთივსათნოდ ცხოვრობდა, გახდა მეგობარი უფლისა და უკვე სრულყოფილ ასაკში სული თვისი შექმნა ტაძრად სული წმიდისა. მონაზვნად აღიკვეცა და მთელი გულით მართლმადიდებლობას შესაკუთრებულმა მიაღწია ეპისკოპოსის ხარისხს და აღივსო ღვთის მადლით. ის აღივსო საღმრთო მოშურნეობით და განგმირა ხატმებრძოლობის ერესი. ამასთან ის უდიდეს სასწაულებს აღასრულებდა. მან ლოცვით მკვდრეთით აღადგინა გარდაცვლილი ყრმა, რომელიც მასთან მგლოვიარე დედამ მოიყვანა. ამის გარდა ის შიშის ზარს სცემდა ნადირს, როცა ისინი ფარაზე თავდასხმას აპირებდნენ. ხატმებრძოლობის მფარველმა იმპერატორმა თეოფილემ თავდაპირველად ციხეში ჩაამწყვდია, როგორც წმინდა ხატების თაყვანისმცემელი, მქადაგებელი და დამცველი ქრისტეს რწმენისა, შემდეგ კი გადასახლება მიუსაჯა, სადაც იგი გარდაიცვალა.

ხატის წყარო

ბეჭდვა
1კ1