ღირსი ნიკოდიმოს მამოლელი (+990) - 12 (25) მარტი
ღირსი ნიკოდიმოს მამოლელი (+990) - 12 (25) მარტი
ღირსი ნიკოდიმოსი X საუკუნის დასაწყისში დაიბადა. ის წმინდა ფანტინეს (ხს. 30 აგვისტოს) ხელმძღვანელობით მოღვაწეობდა მთა მერკურიონზე, ჩრდილოეთ კალბრიაში, რომელიც მაშინ ბრწყინავდა ვითარცა ბურჯი ბერძნულ-იტალიური მონაზვნობისა. მკაცრად მოსაგრე სულიერი მამის მიერ აღზრდილი თვითონაც მოაკვდინებდა სხეულს: მღვიმეში ცხოვრობდა, ფეხშიშველი დადიოდა, ნადირის ტყავის ტანსაცმელს იცვამდა და გარეული ხილით იკვებებოდა.

შემდეგ ის ჩელერანოს მთაზე განმარტოვდა, თუმცა იქაც იპოვეს და ღირს მამას მოუწია, შემოკრებილი მოწაფეებით ლავრა დაეარსებინა. და იმის გამო, რომ მონასტერში მისი ხილვის მოსურნე უამრავი ცნობისმოყვარე მოდიოდა და თან არაბების თავდასხმების ეშინოდა, წმინდა ნიკოდიმოსმა თემი დაშალა და უბრალო მონაზვნად წავიდა კინოვიაში. შემდგომში ის დაუბრუნდა მეუდაბნოე ცხოვრებას, საცხოვრებლად აირჩია ერთი განმარტოებული ადგილი, რომელსაც მამოლას ეძახდნენ, სადაც მალე სახელგანთქმული მონასტერი აშენდა. წმინდა ნიკოდიმოსი ღრმად მოხუცებული გარდაიცვალა 990 წელს. მისი გარდაცვალების შემდეგ მონასტერს მისი სახელი დაერქვა.

ხატის წყარო

ბეჭდვა
1კ1