ღირსი იოანე მოსხი (VI-VII) - 11 (24) მარტი
ღირსი იოანე მოსხი (VI-VII) - 11 (24) მარტი
ღირსი იოანე სხვადასხვა დროს მოღვაწეობდა საბას ლავრასა და სინას მთაზე; ის ბევრს მოგზაურობდა პალესტინაში, ეგვიპტეში, მცირე აზიაში, კვიპროსში, რომში, უმეტესად თავის მოწაფესთან, სოფრონთან ერთად, რომელიც შემდგომში იერუსალიმის პატრიარქი გახდა. "ადრევე წარმოიშვა აზრი, რომ იოანე მოსხი წარმოშობით მესხი უნდა ყოფილიყო, რაც შემდგომში განავითარეს შალვა ნუცუბიძემ და სიმონ ყაუხჩიშვილმა. მათი აზრით, იოანე მოსხი ორენოვანი მწერალი იყო (წერდა ბერძნულ და ქართულ ენებზე). იოანე მოსხი არის ავტორი "ლიმონარისა", რომელსაც ქართულად "სამოთხე" ეწოდება. ეს არის სამონასტრო ცხო¬ვრების რჩეული სულისმარგებელი ნოველების კრებული. ამ წმინდა წიგნმა დიდი პოპულარობა მოიპოვა შუა საუკუნეების ქართულ ლიტერატურაშიც, როგორც ღვთისმსახურების სახელმძღვანელომ. იოანე მოსხს აკუთვნებენ აგრეთვე "სიბრძნე ბალავარისას" მოკლე ქართულ რედაქციას" (ე. გაბიძაშვილი).

ხატის წყარო
ბეჭდვა
1კ1