წმინდა გიორგი ახალი, სასწაულმოქმედი (+970) - 11 (24) მარტი
წმინდა გიორგი ახალი, სასწაულმოქმედი (+970) - 11 (24) მარტი
წმინდა გიორგი X საუკუნეში ცხოვრობდა. მან ღვთის სიყვარულისთვის დაუტევა ცოლ-შვილი, ყოველივე, რაც სოფელთან აკავშირებდა, რათა ვიწრო გზით ღვთის სასუფეველში შესულიყო, მონაზვნად აღიკვეცა, მწირობის ღვაწლი იტვირთა და მიმოივლიდა ქალაქებს, უდაბნოებს, მთებსა და მღვიმეებს. საღმრთო გამოცხადების მერე ის კონსტანტინოპოლის დიპეას კვარტალში წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ტაძართან დასახლდა, რომელიც აია სოფიას ტაძრის სიახლოვეს მდებარეობდა, იქ მან ერთი კვირა იცხოვრა და გარდაიცვალა.

როცა დაკრძალვისას მორწმუნეებმა გარდაცვლილის ტანზე შემოკრული რკინის მძიმე ბორკილები იხილეს, ყველას ერთხმად აღმოხდა: "უფალო, შეგვიწყალე!"

ბეჭდვა
1კ1