ღირსი მოსე, იღუმენი ღვთისმშობლის სახელობის მონასტრისა სირიაში, სოფელ არ-რასაში - 9 (22) მარტი
ღირსი მოსე, იღუმენი ღვთისმშობლის სახელობის მონასტრისა სირიაში, სოფელ არ-რასაში - 9 (22) მარტი
წმინდა მოსე ადრეულ ახალგაზრდობაშივე შემონაზვნდა და საკვირველი მოშურნეობით მიეცა ლოცვას, მკაცრ ღვაწლსა და წმინდა წიგნთა შესწავლას.

ყოველი, ვინაც ამ ღირს კაცს მოიხილავდა, უდიდეს სულიერ სარგებელს იწილხვედრებდა ხოლმე. სწორედ წმინდა მოსემ დააარსა ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი სირიის სოფელ არ-რასაში და მალე მის გარშემო თექვსმეტმა მონაზონმა მამამ მოიყარა თავი.

ღირსი მამის უმთავრესი საზრუნავი არა მხოლოდ სავანის მამათა სახარებისეული ნათლით განათლება გახლდათ, არამედ იმ სულთა დამოძღვრაც, ვინც იგი სულიერ მოძღვრად აირჩია.

წმინდა მოსეს ამქვეყნიდან გასვლის წელიწადი, სამწუხაროდ, არ ვუწყით. არაბულმა სვინაქსარმა მხოლოდ მისი გარდაცვალების დღე - 9 მარტი გვამცნო.

მეოხ გვეყოს ამ მამის წმინდა ლოცვანი!

ხატის წყარო
ბეჭდვა
1კ1