მართალი ტარასი ლიკაონიელი - 9 (22) მარტი
მართალი ტარასი ლიკაონიელი - 9 (22) მარტი
ამ წმინდანის ცხოვრების პერიოდი, სამწუხაროდ, ჩვენთვის უცნობია. გადმოცემით, ტარასიმ ბავშვობიდან უძღვნა თავი უფალს და სულიწმიდის რჩეულ ჭურჭლად იქცა.

სათნოებათა მძებნელი უფალმა სასწაულქმედების ნიჭით შემოსა - ისეთი ლოცვა ჰქონდა, დემონთ მისი ცეცხლივით ეშინოდათ და შორს ილტვოდნენ, ხეიბარნი - განიმართებოდნენ, მიცვალებულნი - აღდგებოდნენ და ყოველი ნუგეშინისცემულ იქმნებოდა.

წმინდა ტარასი ღვთისგან ნაუწყებ დღეს აღესრულა.

შეგვეწიოს მისი მართალი ლოცვა!

* * *
ამავე დღეს არის ხსენება ღირსმოწამეთა მიქაელ მასლოვისა, ალექსი სმირნოვისა, დიმიტრი გლივენკოსი, სერგი ლებედევისა, სერგი ცვეტკოვისა, დიაკონ ნიკოლოზ გორიუნოვისა, ღირსმოწამე იოსებ შახოვისა, ალექსანდრა სამოილოვასი, ნატალია ულიანოვასი (1938 წელი)

* * *
ამავე დღეს არის ხსენება მოწამეთა: ბაბუასი, ბებიასი, დედისა, მამისა და ორთა შვილთა მათთა
...........
ხატის წყარო
ბეჭდვა
1კ1