ღირსი ემელიანე იტალიელი (VI) - 7 (20) მარტი
ღირსი ემელიანე იტალიელი (VI) - 7 (20) მარტი
ღირსი ემელიანე, ერში - ვიქტორინი, წარმოშობით რომაელი გახლდათ და სიბერემდე ცოდვილ ცხოვრებას ეწეოდა.

მაგრამ, ღვთის წყალობით, მის გულს მადლი შეეხო, შეინანა, მონასტერში განმარტოვდა და ძმათა გასაკვირად, ისეთ უდრტვინველ მორჩილებას და მკაცრ ღვაწლს შეუდგა, როგორიც იშვიათთ ძალუძთ.

ძმებმა შეატყვეს, რომ ემელიანე ღამ-ღამობით სადღაც უჩინარდებოდა. ერთხელ იღუმენი უჩუმრად გაჰყვა ემელიანეს და იხილა, თუ როგორ ალტობდა სინანუ¬ლის ცრემლით მიწას, უეცრად კი ზეცით ხმა ისმა:

- ემილიანე, მოგეტევა შენი ცოდვები!

ნანახით შეძრულმა იღუმენმა საცისკრო მსახურების შემდეგ ემელიანეს სთხოვა, ძმებისათვის თავისი საიდუმლო გაემხილა, მანაც გულღიად უამბო ყოველი. იღუმენმა კი ეს თქვა:

- რაღა თქმა უნდა, უფალი მას ამ გამოცხადების გარეშეც შეუნდობდა, მაგრამ ყოველივე ჩვენს სანუგეშოდ და განსამტკიცებლად ქმნა, რომ მისი უსაზომო სიყვარული გვეხილა იმათ მიმართ, ვინაც წრფელად შეინანა.

ღირსმა ემილიანემ სიცოცხლის დარჩენილი წლები სულისმიერ სიხარულში განლია და მშვიდობით განისვენა.

მეოხ გვეყავ, წმინდა მამაო, ზეცის წინაშე!

ხატის წყარო

* * *
ამავე დღეს არის ხსენება მღვდელმოწამისა ნიკოლოზ როზოვისა (+1930 წელი), ღირსმოწამე ნილოსისა (ტიუტიუკინისა), ღირსმოწამეთა: მატრონასი და მარიამისა (გროშევებისა), ევდოკიასი (სინიცინასი), ეკატერინესი (კონსტანტინოვასი), ანტონინასი (ნოვიკოვასი), ნადეჟდასი (კრუგლოვასი), ქსენიასი (პეტრუხინასი) და მორჩილისა ანასი (გოროხოვასი) (+1938 წელი)

ბეჭდვა
1კ1