პავლე აღმსარებელი, პრუსიადელი ეპისკოპოსი (IX) - 7 (20) მარტი
პავლე აღმსარებელი, პრუსიადელი ეპისკოპოსი (IX) - 7 (20) მარტი
წმინდა პავლე პრუსიადის (მცირე აზია) ეპარქიას ხატმებრძოლობის ერესის მძვინვარების ჟამს მართავდა. იგი, წმინდა თეოფილაქტესთან (ხსენება 8 მარტს) ერთად სიცოცხლის ფასად იცავდა სიწმინდეებს და თავისი ცეცხლოვანი ქადაგებით ამხელდა ამ მკრეხელობას, რისთვისაც ოლიმპოს სიახლოვეს გადაასახლეს.

იქ მრავალი მოსაგრე იღვწოდა, მათ შორის - ღირსი ანტონ ახალიც (ხსენება 1 დეკემბერს), რომელთანაც პავლეს ღრმა სულიერი კავშირი და დიდი მეგობრობა ჰქონდათ.

წმინდა მამა, რომელმაც მადლიერებით დაითმინა მრავალი ტანჯვა და დევნა, მოკლე ხანში ისე დასნეულდა, თორმეტი დღის მანძილზე არც ძილი შეეძლო და არც - საკვების მიღება.

მაშინ მის სარეცელთან წმინდა პეტრე ატროელს მოუხმეს, რომელმაც ღირსი პავლე სასწაულებრივად განკურნა.

წმინდა მამამ ხატმებრძოლობის დასასრულს, დაახლოებით, 833-843 წლებში მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

ხატის წყარო
ბეჭდვა
1კ1