ღირსი ფრიდოლინ ზეკინგენელი (+538) - 6 (19) მარტი
ღირსი ფრიდოლინ ზეკინგენელი (+538) - 6 (19) მარტი
ღირსი ფრიდოლინი კეთილშობილ ირლანდიურ ოჯახში იშვა, სამღვდელო პატივით შეიმოსა და სათნო ცხოვრებით თავისი მრევლის უდიდესი სიყვარული მოიპოვა. რადგან ყოველგვარ მიწიერ პატივს გაურბოდა, იქაურობა მიატოვა და გალიაში გადავიდა, სადაც, სხვა მრავალ იქაურ მისიონერთა მსგავსად, მოციქულებრივი ღვაწლი იტვირთა წმინდა ფრიდოლინი პუატეში დაფუძნდა და იმ მონასტრის იღუმენი გახდა, ოდესღაც წმინდა ილარიოსმა (ხსენება 14 იანვარს) რომ დააფუძნა.

ღირსმა მამამ იქაურობა აღადგინა და მოაწესრიგა.

წმინდა ილარიოსმა ღირს ფრიდოლინს გამოცხადებით აუწყა, თუ სად განისვენებდა მისი წმინდა ნაწილები, წმინდა ფრიდოლინმა მეფე ხლოდვიგს სთხოვა მონასტრის აღსადგენად სახსრები.

მცირე ხნის შემდგომ წმინდა ილარიოსი კვლავ გამოეცხადა ფრიდოლინს და აუწყა, რომ მის სახელზე ტაძრები ელზასში, ბურგუნდიასა და დღევანდელი შვეიცარიის ტერიტორიაზე მდებარე მიწებზეც უნდა აეგო.

თავისი წმინდა მისიის დასასრულს ღირსი მამა იმ კუნძულს მიადგა, რომლის სახელი ზეკინგენია (ხსენებული კუნძული კონსტანცის ტბაზე, ქალაქ ბაზელის სიახლოვეს მდებარეობს), თავისი ღვთივსულიერი სიტყვით იქაურთა წინააღმდეგობა მოდრიკა და ბურგუნდიის ხელმწიფეს მიწის ნაკვეთი გამოსთხოვა.

ამ მიწაზე შემდგომ წმინდა ილარიოსის პატივად ორი - მამათა და დედათა მონასტერი და ერთი ტაძარი აღაშენა და 540 წელს იქვე მიიძინა საუკუნო ძილით.

ღირს ფრიდოლინს ევროპის უმეტესი ნაწილი მიაგებს პატივს.

შეგვეწიოს მისი მადლმოსილი ლოცვა!

ხატის წყარო

ბეჭდვა
1კ1