ღირსი არკადი, კვიპრელი (IV) - 6 (19) მარტი
ღირსი არკადი, კვიპრელი (IV) - 6 (19) მარტი
ამ წმინდა მამის შესახებ, სამწუხაროდ, მხოლოდ ის ვიცით, რომ 361 წელს მიიცვალა, კუნძულ კვიპროსზე იმპერატორ კონსტანტინე დიდის ზეობისას (306-337 წლები) ცხოვრობდა.

არკადიმ სიყრმიდანვე აირჩია ანგელოზებრივი ცხოვრება, მრავალი მოაქცია და განამტკიცა.

იგი გახლდათ სულიერი მამა მოწამეთა: იულიანე მკურნალისა და ევბულისა.

ღირსმა მამამ, ამ მრავალი სათნოებითა და სიქველით აღვსილმა მოღვაწემ, მშვიდად შეჰვედრა სული უფალს.

* * *

ამავე დღეს არის ხსენება ღირსმოწამე მაქსიმესი, ქვით ჩაქოლილისა; წმინდა მოწამეთა იულიანესი და ევბულესი, მახვილით განგმირულთა (+დაახლ. 361); წმინდა მოწამისა ევფროსინესი, რომელიც იმის გამო, რომ ქრისტიანი იყო, ადუღებულ ქვაბში შთააგდეს.

ბეჭდვა
1კ1